მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Livo.ge: იპოთეკური სესხების სუბსიდირება თუ გაგრძელდება ის უნდა დაკორექტირდეს

5fa873ef68b84
თათია ჩაფიჩაძე
09.11.20 09:30
1260
უძრავი ქონების პლატფორმა „ლივოს“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი გიორგი ჩუამშვილი აცხადებს, რომ იპოთეკური სესხების სუბსიდირებას გაგრძელდების შემთხვევაში ის აუცილებელ დაკორექტირებას საჭიროებს.

„საქმიან დილასთან“ საუბრისას ჩუამშვილმა განაცხადა, რომ 200 ათასს ლარიანი ლიმიტის ხარჯზე გაყიდვები უმეტესად გარეუბნებში დასტიმულირდა, დეველოპერების ნაწილმა კი პროგრამით საერთოდ ვერ ისარგებლეს. შედეგად ამან ბაზრის ხელოვნური განვითარება გამოიწვია რამაც შეიძლება ბაზარზე ახალი ანომალიური მოვლენები გამოიწვიოს.

„ის მიზანი, რომ უძრავი ქონების ბაზარი შენარჩუნებულიყო და გადარჩენილიყო ამ სუბსიდირების პროექტით, მიღწეულია, თუმცა ამ პროექტმა გამოაჩინა ხარვეზები, რომელიც თუ გაგრძელდება და კარგი იქნება რომ გაგრძელდეს, ვფიქრობ, დაკორექტირებას საჭიროებს.

ეს ეხება რას, გარეუბნებში არის ძალიან დიდი მოთხოვნა იმის გამო, რომ არის ეკონომიური ბინები და ეტევიან 200 ათასს ლარიან ლიმიტში, თუმცა არიან ისეთი დეველოპერები და უბნები, რომლებმაც საერთოდ ვერ მიიღეს ეს ეფექტი. ყველაზე მოთხოვნადი უბანია საბურთალო და თუ შევხედვთ მონაცემებს საბურთალოზე კლებაა, რადგანაც ვერ ჯდებიან დაწესებულ სტანდარტებში. ამან გამოიწვია ორგანული ბაზრის განვითარების შეფერხება, დღეს ბაზარი არა ორგანულად არამედ ხელოვნურად ვითარდება. მივესალმები რომ გადარჩა სექტორი და ფასები შენარჩუნდა, თუმცა თუ ეს ასე გაგრძელდა, გამოიწვევს მეორე რადიკალურ ანომალიას, საბურთალოზე დაიწევს ფასები და გაუბნებში გაიზრდება რაც არასწორია.
ასევე მეორადი მფლობელები თუნდაც ახალი ბინებში, რომლებმაც მაგალითად შარშან იყიდეს ბინა და დღეს ყიდიან, მათი ბინა ღირს იაფი და იმ დეველოპერის, რომელიც ამავე კორპუსში ბინას ყიდის პირველად, ღირს უფრო ძვირი სუბსიდირების გამო, რაც ასევე საჭიროებს დაკორექტირებას.“- განაცხადა ჩუმაშვილმა.

სესხების სუბსიდირების პროგრამა სამშენებლო სექტორის მხარდაჭერისთვის არის შექმნილი და მის ფარგლებში ბენეფიციარები სესხის პროცენტის თანადაფინანსებას 5 წლის განმავლობაში მიიღებენ.

პროგრამის პირობები და კრიტერიუმები ასეთია:

● იპოთეკური სესხის აღება უნდა მოხდეს - 2020 წლის პირველი ივნისიდან, 2021 წლის პირველ იანვრამდე;
სახელმწიფო თანადაფინანსება - 4%;
● სახელმწიფო წყვეტს სუბსიდირებას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოსცდება 5%-ს (განახლდება თუ ასცდა 5%-ს);
● სესხის ჭერი - 200,000 ლარი;
● თანადაფინანსება 5 წელი გაგრძელდება (ხელშეკრულების დადებიდან);
● სახელმწიფო გასცემს გარანტიას იპოთეკურ სესხებზე, გარანტიის ოდენობა არის 20%, შესაბამისად სახელმწიფო არის თანამსესხებელი. გარანტია გავრცელდება სესხებზე, სადაც თანამონაწილეობა აღემატება 10%-ს.