მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებისგან შენიშვნა მიიღო - მინისტრი

6064450034d21
ვიქტორია მღებრიშვილი
31.03.21 14:00
6251

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველომ საერთაშორისო პარტნიორებისგან შენიშვნა მიიღო, რადგანაც მოქალაქეებს Covid-აცრის გაკეთებისას არჩევანის შესაძლებლობა აქვთ. ტიკარაძის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორები მიიჩნევენ, რომ ეს არასწორი მიდგომაა, რადგან ყველა ვაქცინა მაღალეფექტიანია. ამის შესახებ მინისტრმა ვაქცინაციის საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

"საერთაშორისო პარტნიორებისგან ვაქცინების განსხვავების გამო შენიშვნა მივიღეთ. ეს (არჩევანის შესაძლებლობა) მისასალმებელი არ არის, იმიტომ რომ მსოფლიოში ადამიანებს არჩევანის საშუალება არ აქვთ, ისინი უბრალოდ მიდიან და იკეთებენ ვაქცინას და არ არჩევენ სახელის და მწარმოებლის მიხედვით, რადგან მიჩნეულია, რომ ყველა ვაქცინას ერთნაირად მაღალი ეფექტურობა, მეტი სარგებელი და ნაკლები ზიანი აქვს. აქედან გამომდინარე მათი მიდგომის გათვალისწინება მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მინისტრმა.