მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცესკო: ოქმების 28%, ამ დროისთვის "ოცნებას" 54.72% აქვს; ენმ-ს 23.61%

5f9df4a7696d7
BM.GE
01.11.20 03:29
1932
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა, რაც მისი განცხადებით უბნების მხოლოდ 28%-ს ასახავს (1085 უბანი 3847-დან) . ცესკო-ს თავმჯდომარის განმარტებით აღნიშნული ხმები ძირითადად მცირე ზომის უბნებს ასახავს და ის ურბანულ ცენტრებს არ მოიცავს.

შედეგები ასეთია:

ქართული ოცნება - 54.72%;
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 23.61%;
ევროპული საქართველო - 3.99%;
პატრიოტთა ალიანსი - 3.34%.
ლელო - 2.66%;
სტრატეგია აღმაშენებელი - 2.46%;
გირჩი - 1.91%.

"ეს შედეგი აუცილებლად შეიცვლება, რადგან ჩვენ არ გვაქვს დიდი ქალაქების შედგები"- განაცხადა ჟვანიამ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნებში აქტივობა 56.11%-ს შეადგენდა, ხმა 1 970 540-მა მოქალაქემ მისცა.

ამასთანავე, ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ არაერთ ოქმში ბალანსი არ დგება. იხილეთ უფრო ვრცლად