მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვისაც სჭირდება, ის თავსდება სტაციონარში“ - ამირან გამყრელიძე

5fc4b1dbe4b97
ვიქტორია მღებრიშვილი
30.11.20 12:51
690
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირებულების სტაციონარში მოხვედრის კუთხით მდგომარეობა რთული, თუმცა მართვადია. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანას სტაციონარს გარეთ სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი აქვს.

"არავინ მალავს, რომ მდგომარეობა რთულია, მაგრამ მართვადია. დღეს დილისთვის იყო, დაახლოებით, 350-მდე საწოლი და მათ შორის რამდენიმე ასეული სასუნთქი აპარატი, მაგრამ ესენი გაბნეულია სხვადასხვა კოვიდ-კლინიკაში. ქვეყანაში სრულად კოვიდად გადაკეთდა 85 კლინიკა და ასევე კლინიკები მუშაობენ ჰიბრიდულ მოდელზე, ამიტომ შესაძლებელია ზოგიერთ კლინიკაში, სადაც ავადმყოფი მიემართება იქ, იმ მომენტში არ იყოს ... მაგრამ არ მგონია... მესმის და ვიცი, რომ არსებობს გარკვეული ხარვეზები სტაციონარიზაციაში, მაგრამ ვისაც სჭირდება, ის თავსდება სტაციონარში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.