სამი ათწლეულია, თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ამ წლების განმავლობაში, კომპანიის ხელშეწყობით, ასობით ნიჭიერმა ახალგაზრდამ დაიწყო თავისი გზა წარმატებისკენ, დღეს კი ისინი ისეთ სფეროებში არიან წამყვანი სპეციალისტები, როგორებიცაა: პროგრამირება, მეცნირება, ხელოვნება, სპორტი.
„თიბისი დიდი სიამაყით აგრძელებს ამ პროექტს, ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერა ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია. მოხარული ვარ, რომ ყოველწლიურად გვემატებიან ისეთი მოზარდები, რომლებსაც თავიანთი ნიჭითა და ცოდნით პოზიტიური ცვლილებების მოტანა შეუძლიათ, ჩვენ კი ხელს ვუწყობთ მათ ამ შესაძლებლობების შექმნაში“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
2019 წლიდან, თიბისის სტიპენდიატების პროგრამაში 380 მოზარდია ჩართული, რომელთა შერჩევა 14 სხვადასხვა საერთაშორისო და საგანმანათლებლო ორგანიზაციის ჩართულობით ხდება, მთელი საქართველოს მასშტაბით. თიბისის სტიპენდიატები ერთმანეთისგან განსხვავდებიან და სხვადასხვა მისწრაფება აქვთ, თუმცა მათ მიზანდასახულობა და განსაკუთრებული ნიჭი აერთიანებთ.
„ძალიან მიყვარს ალგორითმებზე მუშაობის პროცესი, როდესაც ამოუხსნელ კითხვებს პასუხს სცემ, გამომგონებლობა პატარაობიდანვე მიტაცებდა. მიხარია, რომ თიბისის სტიპენდიატების პროგრამისთვის შემარჩიეს“, - ამბობს 16 წლის საბა ხაბურზანია, სენაკიდან.
„ჩემი მიზანი ამერიკაში სამშენებლო ინჟინერიის სწავლაა და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ. თიბისის სტიპენდია ჩემი მიზნების ასრულებაში მეხმარება“, - ამბობს 17 წლის ეკატერინე ჩაჩაური, თელავიდან.
წელს, პროგრამაში უკრაინელი ახალგაზრდებიც ჩაერთვებიან, რომლებიც შექმნილი მდგომარეობის გამო, ამჟამად, საქართველოში იმყოფებიან.
თიბისისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც ახალი თაობის გაძლიერებას და განვითარებას შეუწყობს ხელს. ზუსტად ასეთ ინიციატივებს მიუძღვნის კომპანია შემდეგ ათწლეულს.
(NS)
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე