მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, აჭარა - სად იზრდება ინფიცირების მაჩვენებელი?

6066bf564a0b0
ინგა მურუსიძე
02.04.21 10:57
858
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 646 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 659 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 987 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.15 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.80 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.73 %.

"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 529 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 281 შემთხვევა, აჭარა - 45, იმერეთი - 34, ქვემო ქართლი - 21, შიდა ქართლი - 30, გურია - 23, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 78, კახეთი - 2, მცხეთა-მთიანეთი - 5, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 035, საიდანაც: 1 756 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 820, აჭარაში - 241, იმერეთში - 287. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 338 პირი, მათ შორის, თბილისში - 139, აჭარაში - 37, იმერეთში -79. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 67 პირი, მათგან თბილისში - 43, აჭარაში - 4, იმერეთში - 4. 232 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 155 - თბილისში, 72 - აჭარაში. 3 047 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 231 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 109, ხოლო აჭარაში - 10. სულ 6 ოქტომბრიდან - 1 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 942 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 710 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 813 პირი, აჭარაში - 1 122, იმერეთში - 928", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა.