მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი რაუნდი გამოაცხადა

621fcf9aad8e1
თამთა ჯიჯავაძე
03.03.22 00:10
3862
აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი რაუნდი გამოაცხადა. როგორც სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, სანქციები 22 რუსულ კომპანიას დაუწესდება, რომლებიც თავდაცვის სფეროსთან არიან დაკავშირებული.

კერძოდ, სანქცირებულ კომპანიებს შორის იქნებიან ისინი, რომლებიც აწარმოებენ საბრძოლო თვითმფრინავებს, საბრძოლო ტექნიკას, რაკეტებს, დრონებს და სხვა ისეთ სისტემას, რასაც რუსეთი ახლა ბლინკენის თქმით, უკრაინელ ხალხზე თავდასხმაში იყენებს, არღვევს ადამიანის უფლებებს და ასევე საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს.

გარდა ამისა, ბლინკენმა ბელარუსთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაწესდება კონტროლი ექსპორტზე, რათა „ლუკაშენკოს რეჟიმმა პასუხი აგოს იმისათვის, რომ პრეზიდენტ პუტინის ომის თანამებრძოლია“.

„ჩვენ შევუზღუდავთ ბელარუსს წამყვანი ტექნოლოგიური პროდუქციის იმპორტს. და თუ ლუკაშენკო გააგრძელებს [პუტინის] მხარდაჭერას, მისი რეჟიმისთვის შედეგები კიდევ უფრო დამძიმდება“, - განაცხადა ბლინკენმა.