მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იუვენტუსი" წალენჯიხაში - ხაზარაძე წალენჯიხაში "იუვენტუსის" ბავშვთა აკადემიის გახსნაზე კონტრაქტს გააფორმებს

642065916d155
BM.GE
26.03.23 19:20
2323
მამუკა ხაზარაძე წალენჯიხაში "იუვენტუსის" ბავშვთა აკადემიის გახსნაზე კონტრაქტს გააფორმებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. 

"იუვენტუსი" წალენჯიხაში - მივდივართ კონტრაქტზე ხელის მოსაწერად", - დაწერა ხაზარაძემ.

"30-31 მარტს მამუკა ხაზარაძე ტურინში ჩავა და იტალიურ გრანდთან - იუვენტუსთან, ხელს მოაწერს წალენჯიხაში “იუვენტუსის” ბავშვთა აკადემიის გახსნის კონტრაქტს. ეს იქნება ოფიციალური შეთანხმება ორ მხარეს შორის, რომლითაც მსოფლიო საფეხბურთო გიგანტი საქართველოში ოპერირებას დაიწყებს.

იუვენტუსის ბავშვთა აკადემიისთვის წალენჯიხაში უკვე მზადდება სტადიონი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც მორგებულია ევროპულ სტანდარტებს და იუვენტუსის მოთხოვნებს.

იუვენტუსის აკადემიაში, იტალიელი მწვრთნელების ხელმძღვანელობით, რომელიც სპეციალურად ამ პროექტისთვის არიან მივლინებით საქართველოში, კერძოდ კი წალენჯიხაში, უკვე დაიწყო მოზარდების სელექცია/შერჩევის პროცესი.

სტადიონზე ინტენსიური სარემონტო სამუშაოები მინდინარეობს, მზადდება საშხაპეები, გუნდებისთვის გასახდელები, მსაჯების სივრცე და ყველა ის ატრიბუტიკა, რაც ამ მასშტაბის პროექტს უნდა აკმაყოფილებდეს.

იუვენტუსის ბავშვთა აკადემია წალენჯიხაში, პირველი მსოფლიო დონის პროექტია, რომელიც რეგიონში განხოციელდა", - წერაი გავრცელებულ ინფორმაციაში.