მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"3500-მდე საწოლი მობილიზებულია" - მინისტრი საწოლბრუნვას განმარტავს

5f86aaf3dde9e
ინგა მურუსიძე
14.10.20 11:43
1326
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ირწმუნება, რომ საქართველოში საწოლფონდის პრობლემა არ არის და საჭიროების შემთხვევაში, კლინიკები მზად არიან, covid-პაცენტების მიმღები ცენტრები გახდნენ.

ტიკარაძის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, კიდევ 2000-მდე საწოლის მობილიზება მოხდება.

„პაციენტები ინფიცირდებიან, მაგრამ აუცილებლად ჯანმრთელდებიან კიდეც, აჭარაში ჩვენ 200-ზე მეტი გამოჯანმრთელებული გვყავდა. ამ პროცესს ეწოდება საწოლბრუნვა და ნიშნავს იმას, რომ ინფიცირებულების მატება საწოლების დეფიციტს არ გამოიწვევს. ჩვენ გვაქვს მობილიზებული 3500-მდე საწოლი, მკურნალობას კი 2000-მდე პაციენტი გადის. არიან სატრიაჟე სივრცეში პაციენტებიც, რომლებიც ელოდებიან პასუხებს ტესტებზე ან ექიმის ჩარევას იმისთვის, რომ შესაბამის კლინიკებში გადაიყვნონ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

14 ოქტომბრის სტატისტიკა:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 13521
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 7159
მათ შორის გარდაცვლილი - 109
კარანტინის რეჟიმში - 5590
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1393
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 41.