მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პროკრედიტ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა

61af6e89131af
ვიქტორია მღებრიშვილი
07.12.21 18:55
687
დღეს, „პროკრედიტ ბანკი საქართველოს“ სათაო ოფისში ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი, დამოუკიდებელი წევრები წარუდგინეს მედიას.

საბჭოს საქმიანობაში ნინო დადუნაშვილი და თეონა მაკალათია ჩაერთვნენ. შემადგენლობაში უკვე არიან: საბჭოს თავჯდომარე მარსელ ცაიტინგერი და წევრები: რაინერ პეტერ ოტენშტაინი, ჯან მარკო ფელიჩე და სანდრინე მასიანი. ცვლილების შემდეგ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში ქალთა რაოდენობამ 50% შეადგინა.

„საბანკო სექტორში მრავალწლიანი საქმიანობის განმავლობაში „პროკრედიტ“ ჯგუფმა განვითარების სხვადასხვა ეტაპები გაიარა. „პროკრედიტი“ ყველა ქვეყანაში ერთიანი პასუხისმგებლობით უდგება საბანკო საქმიანობას, რაც სოციალურ, ეთიკურ და გარემოსდაცვით სტანდარტებთან შესაბამისობას გულისხმობს. იმედს გამოვთქვამთ, რომ სამეთვალყურეო საბჭოს ახალი, ქართველი წევრები მნიშვნელოვან კონტრიბუციას შეიტანენ ბანკის გრძელვადიანი განვითარების გეგმებში“, - აღნიშნავს საბჭოს თავჯდომარე მარსელ ცაიტინგერი.

„პროკრედიტ ბანკი“, საქართველო საერთაშორისო „პროკრედიტ ჯგუფის“ წევრია, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსა და გერმანიაში. ჯგუფის დამფუძნებელია „პროკრედიტ ჰოლდინგი“.

საერთაშორისო ჯგუფის წევრობა, „პროკრედიტის“ მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ისარგებლონ საუკეთესო პირობებით ყველაზე მოთხოვნად საბანკო მომსახურებებზე.
(R)