მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების და ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამებთან იწყებს თანამშრომლობას ®

617a631ad1e1f
BM.GE
28.10.21 13:32
983
2021 წლის 25 ოქტომბერს კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგმა (CCEH), გურიის რეგიონში სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის განვითარების მიზნით და საქართველოში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების და ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ხელმოწერის ცერემონიას USAID საქართველოს წარმომადგენლები, დევიდ ჰოფმანი, მისიის დირექტორის მოადგილე, მარიკა ოლსენი, ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი, USAID-ის ენერგეტიკის უსაფრთხოების პროგრამის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

USAID-ის ეკონომიკური პროგრამასთან პარტნიორობის ფარგლებში, გურიის რეგიონში ორი მნიშნველოვანი ინიციატივა განხორცილედება. პირველი ინიციატივა გულისხმობს “გურიის ჩაის გზის” შექმნას, რაც მოიცავს ტურისტული პროდუქტების განვითარებას, ჩაის მწარმოებლების შესაძლებლობების გაზრდას, “გურიის ჩაის გზის” ასოციაციის მხარდაჭერას და ტურიზმის ინდუსტრიასთან საბაზრო კავშირების შექმნას, რათა რეგიონში ჩაის პოზიციონირება ისევე მოხდეს, როგორც კახეთში - ღვინის. მარშრუტი დააკავშირებს ერთმანეთთან რამდენიმე მამულს, რომლებსაც შესაბამისი მდებარეობა გააჩნიათ, აწარმოებენ ავთენტურ პროდუქციას, და რაც მთავარია აქვთ ტურისტების გამასპინძლების შესაძლებლობა. სტუმრები შეძლებენ დააგემოვნონ ჩაი, მიირთვან ადგილობრივი კერძები და რაც მთავარია ახლოს გაეცნონ გურული სოფლების ეთნოგრაფიულ მახასიათებლებს.

რაც შეეხება მეორე ინიციატივას, ის გულისხმობს მიზანშეწონილობის კვლევის განხორციელებას და 36 კმ-იანი სიგრძის საფეხმავლო მარშრუტის შექმნას, რომელიც გურიის მთიან ტერიტორიებს, კერძოდ გამისმთასა და ბახმაროს აჭარის სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძისთან დააკავშირებს. პროექტის ფარგლებში ჩართული პარტნიორები მცირე საცხოვრებელი ობიექტის მშენებლობას უზრუნველყოფენ, რომელიც აღნიშნულ სამარშრუტო გზასთან იქნება დაკავშირებული. პროექტი ადგილობრივ და საერთაშორისო ტურისტებს მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას ოთხივე სეზონის განმავლობაში იმოგზაურონ და დაკავდნენ მათთვის სასურველი აქტივობებით.

“USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა სიამოვნებით თანამშრომლობს კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგთან (CCEH) გურიის რეგიონის ეკონომიკური შესაძლებლობების გასაზრდელად. ეკო-ტურიზმის განვითარებით, რომელიც ორიენტირებულია რეგიონში ჩაის წარმოებაზე, ასევე, მისი მთის სათავგადასავლო გამოცდილების გაზრდაზე, უდავოდ მოხდება მაღალი ღირებულების, გამოცდილი საერთაშორისო ტურისტების მოზიდვა და რეგიონით დაინტერესება, რომელთაც საქართველოს ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის გაცნობა სურთ”, - აღნიშნა მარკ მაკკორდმა, USAID ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა.

აღნიშნული პროექტების განხორციელება მიზნად ისახავს გურიის რეგიონში სტუმარ-მასპინძლობის სექტორის განვითარებას, რაც ერთმნიშვნელოვნად რეგიონის ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს.

USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამისა და კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის პარტნიორობა საქართველოს ენერგეტიკული სექტორის წინსვლის ხელშეწყობას და ამ მიმართულებით, მდგრადი შედეგების უზრუნველყოფას გულისხმობს. ერთობლივი მიდგომა საკითხისადმი, გურიის რეგიონში წაახალისებს კრეატიულ გაერთიანებებს და კავშირებს, რაც კერძო სექტორში ინვესტიციების ზრდას შეუწყობს ხელს, რათა საქართველომ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ახალი გენერაციის ობიექტების აშენება შეძლოს.

"ჩვენი, როგორც ინვესტორის მიზანია, ჰიდროენერგეტიკული პროექტების დეცენტრალიზაცია, რაც რეგიონებისთვის სოციალურ-ეკონომიკური კუთხით ხელშესახები ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობებს მოიტანს. ჩვენი გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის პოლიტიკა, დიდწილად ადამიანებისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე მიმართული. ვიცით რა, ადგილობრივი საჭიროებები, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში ვგეგმავთ სოციალურ პროექტებს, თუმცა, ამავე დროს მაქსიმალურად ვიყენებთ შესაძლებლობას და საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც, ვცდილობთ მიმზიდველი გავხადოთ გურიის რეგიონი პოტენციური დონორებისთვის და ინვესტორებისთვის ვმუშაობთ. დღევანდელი დღე სწორედ ამ მუშაობის შედეგია. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ დღეს ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, USAID -ის ეკონომიკური უსაფრთხოების და USAID -ის საქართველოს ენერგეტიკული მომავლის უზრუნვეყოფის პროგრამებთან და ამით, ვიწყებთ თანამშრომლობას მათთან გურიის რეგიონის განვითარებისთვის და ხელშესახები ცვლილებებისთვის, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით", - განაცხადა კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის დირექტორმა მიხეილ ნიბლაძემ.