მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წარმოების განვითარება ენერგეტიკის გარეშე წარმოუდგენელია - ლექსო ალექსიშვილი

628fc216d4877
თამთა ჯიჯავაძე
26.05.22 23:20
834
„თუ გვინდა წარმოება განვავითაროთ, ეს ენერგეტიკის გარეშე წარმოუდგენელი იქნება“, - ამის შესახებ PMCG -ის დამფუძნებელმა, ლექსო ალექსიშვილმა გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა.

მან ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვან სამ ასპექტზე გაამახვილა ყურადღება.

„კარგი ეკონომიკური გარემო იქმნება მაშინ, როდესაც კარგი საგადასახადო სისტემაა, რაზეც ვფიქრობ, რომ საქართველოში არის. მეორეა - სასამართლო სისტემა, რომელზეც ჩვენ თამამად ვერ ვიტყვით, რომ კარგი სისტემა გვაქვს. ის არ არის საკმარისად რეპუტაციული, რათა თამამად მოვუწოდოთ ინვესტორს, რომ აქ შემოვიდეს და ინვესტიციები განახორციელოს. და მესამე საკითხია ინფრასტრუქტურა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს გარემო. მაგალითად თუ ჩვენ გვინდა რომ ციფრული ეკონომიკა განვავითაროთ, მაშინ უნდა გვქონდეს სატელიტურ კავშირზე წვდომა და ა.შ. თუ ვსაუბრობთ რომ წარმოება უნდა განვითარდეს, ეს ენერგეტიკის გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომაც ენერგეტიკაც უნდა განვითარდეს. ერთადერთი რესურსი რაც გვაქვს, არის წყალი. თუ ამ რესურსს არ გამოვიყენებთ ენერგეტიკისთვის, მაშინ რის გამოყენებას ვაპირებთ?!“, - აღნიშნა ლექსო ალექსიშვილმა.

მისივე თქმით, ეკონომიკურ განვითარებას სჭირდება ორი რამ: ადამიანები და კაპიტალი და როდესაც არ გვაქვს საკმარისი ან ერთი ან მეორე, უნდა მოვიზიდოთ. „მაქსიმალურად მოვიზიდოთ ჭკვიანი ადამიანები, მათ შორის ქართველები, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ და იქ ქმნიან დოვლათს“, -აღნიშნა მან.