მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt&Taggart - "ვიდრე პოლიტიკური სიტუაცია არ დამშვიდდება, ლარის დასტაბილურების ბერკეტი არ არსებობს"

5fa16bb0d0177
ინგა მურუსიძე
03.11.20 19:00
1216
როცა ქვეყანაში პანიკაა, ამას არანაირი ინტერვენცია არ შველის, - ამის შესახებ bm.ge-ს Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა განუცხადა.

ის გამოეხმაურა ბოლო დღეების განმავლობაში ლარის კურსის მკვეთრ გაუფასურებას და გუშინ, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ინტერვენციას, რა დროსაც სებ-მა 60 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

„მოლოდინიც იყო, რომ არჩევნების შემდეგ ლარი გაუფასურდებოდა. სეზონურადაც დაემთხვა - წლის ბოლოს ენერგოიმპორტი იზრდება, ახალი წელიც ახლოვდება და ყველაზე მთავარი - კურსის მკვეთრი გაუფასურება უკავშირდება იმას, რაც ახლა ხდება, ანუ პოლიტიკურ არასტაბილურობას“, - განაცხადა ევა ბოჭორიშვილმა.

რაც შეეხება მოლოდინებს, ევა ბოჭორიშვილი ფიქრობს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდება პოლიტიკური პროცესების დროს.

„ამ ეტაპზე ვალუტის კურსის დასტაბილურებისკენ არაფერი მიგვითითებს, მთავარია, ეს პოლიტიკური არასტაბილურობა ჩაქრეს და ნდობა გაჩნდეს, რისი ნიშნებიც ამ დროისთვის არ არის. როდესაც პანიკაა, არანაირი ბერკეტი არ არსებობს. , რომ ხელი შეუწყოს კურსს. როდესაც ქვეყანაში პანიკაა, ამას არანაირი ინტერვენცია არ შველის. სებ-ის მხრიდან განხორციელებული გუშინდელი ინტერვენციაც ამის დადასტურებაა. პანიკის დროს ინტერვენცია კურსის წამალი არ არის“, - განაცხადა ევა ბოჭორიშვილმა.

რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას, ევა ბოჭორიშვილის თქმით, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად აღდგება სავალუტო ნაკადები და მათ შორის ინვესტიციების მოზიდვა როგორ მოხდება - ამაზე იქნება დამოკიდებული კურსის სტაბილურობა და გამყარების პოტენციალი.