მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-10 პროდუქტი, რაც 2020 წელს იაპონიაში გავყიდეთ და ვიყიდეთ

5fa10efcaf08c
ვიქტორია მღებრიშვილი
03.11.20 22:28
1368
საქართველო-იაპონიას შორის სავაჭრო ბრუნვა მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში 33.7%-ით შემცირდა და 133.1 მლნ დოლარი შეადგინა (2019 წლის 9 თვე - 200.9 მლნ დოლარი).

საქსტატის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვის კლების მიუხედავად, აღნიშნულ პერიოდში ექსპორტი 32.2%-ით გაიზარდა და 11.8 მლნ დოლარი შეადგინა (2019 წ. 9 თვე- 8.9 მლნ დოლარი), ხოლო იმპორტი 36.8%-ით შემცირდა და 121.1 მლნ დოლარი შეადგინა (2019 წ. 9 თვე - 192.0 მლნ დოლარი).

BM.GE დაინტერესდა რა გავყიდეთ და რა ვიყიდეთ 2020 წლის პირველ სამ კვარტალში იაპონიაში და აღნიშნული ინფორმაცია საქსტატიდან გამოითხოვა. საქართველოდან იაპონიაში ექსპორტირებული საქონლის TOP-10-ეული ასეთია:

1. ძვირფასი ლითონების ან ძვირფასი ლითონებით მიტკეცილი ლითონებისა ნარჩენები და ჯართი - 4.6 მლნ დოლარი, 14.8 ტონა, ზრდა - 70.9%
2. დაუმუშავებელი ალუმინი - 2,3 მლნ დოლარი, 1 675.6 ტონა, კლება - 35.9%
3. ფქვილი და გრანულები ხორცის, თევზის ან კიბოსნაირებისაგან - 1.5 მლნ დოლარი, 1 006.2 ტონა
4. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 798,5 ათასი დოლარი, 112 336 ლიტრი, ზრდა - 24.1%;
5. ახალი რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები - 703.3 ათასი დოლარი, 12 648 ცალი, ზრდა - 242.7%;
6. ფეროშენადნობები - 690.8 ათასი დოლარი, 704.5 ტონა;
7. მსუბუქი ავტომობილები - 500.3 ათასი დოლარი, 9 ცალი, კლება - 56.5%;
8. ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 337.8 ათასი დოლარი, 242.7 ტონა, ზრდა - 33.2%;
9. სპილენძის ნარჩენები და ჯართი - 248.1 ათასი დოლარი, 41.9 ტონა, ზრდა - 36.2%;
10. მინერალური და მტკნარი წყლები - 66.3 ათასი დოლარი, 138 234 ლიტრი, კლება - 58.7%.
დანარჩენი საქონელი 15.2 ათასი დოლარი.

რაც შეეხება იმას, თუ რა ვიყიდეთ მიმდინარე წლის იანვარ-სერტემბერში იაპონიაში, TOP 10 პროდუქტი ასე გამოიყურება:

1. მსუბუქი ავტომობილები - 105.4 მლნ დოლარი, 6 237 ცალი, კლება - 35.6%;
2. ახალი რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები - 7.0 მლნ დოლარი, 42 781 ცალი - კლება - 43.3%;
3. აღდგენილი ან ნახმარი რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები - 1.8 მლნ დოლარი, 204 656 ცალი, კლება - 14.3%;
4. ავტომანქანების ნაწილები, ექსპლუტაციაში ნამყოფი - 1.4 მლნ დოლარი, 893.3 ტონა, ზრდა - 6.5%;
5. სატვირთო ავტომობილები - 1.1 მლნ დოლარი, 602 ცალი, ზრდა - 38.6%;
6. გოგირდორგანული ნაერთები - 641.2 ათასი დოლარი, 300.0 ტონა,
7. ტრაქტორები და უნაგირა საწევარები - 496.3 ათასი დოლარი, 125 ცალი, კლება - 17.6%;
8. მოტოციკლები და ველოსიპედები, ეტლით ან მის გარეშე; ეტლები - 430.7 ათასი, დოლარი, 1 351 ცალი, ზდა - 80.0%;
9. ავტოსატვირთელები - 351.1 ათასი დოლარი, 270.1 ტონა, ზრდა - 231.5%;
10. ოპტიკური ელემენტები -237.7 ათასი დოლარი, 0.3 ტონა, კლება - 73.4%;
დაარჩენი საქონელი - 2.2 მლნ დოლარი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოში იაპონიის საელჩოს შორის შედგა შეთანხმება „შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის და გადასახადების თავიდან არიდების აღკვეთის შესახებ“ კონვენციის განახლებულ ტექსტზე, რომელიც იაპონიასა და საბჭოთა კავშირს შორის 1986 წელს დადებულ შეთანხმებას ანაცვლებს და რომლის მიხედვით, საქართველო-იაპონიას შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება ახალ სამართლებრივ ჩარჩო დოკუმენტზე იქნება დაფუძნებული. როგორც უწყებაში განმარტავენ, ახალი შეთანხმება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.