29 ივნისს, 14:00 სთ-ზე, ციფრული ტრანსფორმაციის საქართველოს ფორუმის „გზა მომავლისკენ“ ფარგლებში, ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის, სტარტაპ გარაჟის, ბიზნესისა და სამართლის სკოლების ინიციატივით, WEB 3.0 კონფერენცია გაიმართება. ღონისძიებაზე ქართველი და უცხოელი ექსპერტები ისაუბრებენ WEB 3.0-ის ანუ ახალი თაობის ინტერნეტ ქსელის ამჟამინდელ და მომავალ შესაძლებლობებზე, ბლოკჩეინისა და NFT მომავალზე, სამართლებრივი ჩარჩოების ცვილილებებსა და კრიპტოვალუტის შესაძლო რეგულაციებზე, ელექტრონულ მმართველობასა და ტექნოლოგიური განათლების მომავალზე.
„WEB 3.0 ტექნოლოგიები უკვე ნაწილობრივ შემოსულია და განაპირობებს ჩვენი ცხოვრების არაერთი მიმართულებით ცვლილებას, ამიტომ მნიშვნელოვანია, მოვემზადოთ და გავიაზროთ მისი გამოწვევები და შესაძლებლობები. სხვადასხვა სფეროს ექსპერტების შეკრება კი ყოველთვის ქმნის ახალ თანაკვეთებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებს. სწორედ ამიტომ, ეს კონფერენცია ნებისმიერი ადამიანისთვის, არ აქვს მნიშვნელობა იქნება იგი მოსწავლე, სტუდენტი, სტარტაპერი, მკლევარი, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგებელი თუ სხვა, წარმოადგენს უნიკალურ შანსს, მიიღოს საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია თანამედროვე ტექნოლოგიური ცოდნის შესახებ“- აღნიშნა ნანა დიხამინჯიამ, ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორმა.
კონფერენციის მომხსენებლების სია საკმაოდ წარმომადგენლობითია. მათ შორიან არიან:
მაიკ ვილი - Ultima Labs Web3 Studio-ს დამფუძნებელი, დენ კოგანი - Open Valley Israel-ის სამეწარმეო განათლების ექსპერტი, მაიკ დავარი - Squire Patton Boggs-ის Senior Associate, დავით თვალჭრელიძე - TechTalks-ის დამფუძნებელი, ზურაბ პერტაია - TBC IT აკადემიის ხელმძღვანელი, ნანა დიხამინჯია - ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორი, დავით კიკვიძე - ფინტექ ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ქეთევან ცხადაძე - ალტე უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი, ავთანდილ კუჭავა - კრიპტობაზრის დამფუძნებელი, გაბრიელ მელივა - Kvalifika-ს დამფუძნებელი, ნინო ლორთქიფანიძე - Crossroads CIO, ანა რობაქიძე - Theneo-ს CEO, ნინო გვაზავა - HT Solutions CEO, ლუკა ლომსაძე - Ambry თანადამფუძნებელი, დავით კიზირია - ციფრული ტრანსფორმაციის კონსორციუმის კოორდინატორი და სხვები.
დეტალური ინფორმაცია მომხსენებლების შესახებ იხილეთ ღონისძიების ბმულზე.
ღონისძიებაზე დასასწრებად კი აუცილებელია გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი