მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფომ ბაზარზე მარეგულირებლის და აქტიური მოთამაშის როლი შეითავსა - ვახტანგ კალოიანი

60e5b8fa064f5
ინგა მურუსიძე
08.07.21 09:45
1041
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში 19 სადაზღვევო კომპანიაა, რომელთა ეფექტიანობა საკმაოდ სარისკოა. მისი თქმით, საქართველოში კერძო სადაზღვევო კომპანიებს 400 ათასამდე მოქალაქე ჰყავთ დაზღვეული, რაც ვერც ერთი კომპანიისთვის წარმატების საფუძველი ვერ იქნება.

ჯანდაცვის სპეციალისტი ვახტანგ კალოიანი აცხადებს, რომ სამწუხაროდ, ჯანდაცვის სამინისტრო ყველაფრით არის დაკავებული, გარდა მისი პირდაპირი მოვალეობებისა.

„ჯანდაცვის სამინისტრომ შეითავსა ბაზარზე აქტიური მოთამაშის როლი, მარეგულირებლის როლი, თუმცა ამ როლს ყველაზე ნაკლებად ასრულებს. როგორც მარეგულირებელმა, უნდა უზრუნველყოს პაციენტის უსაფრთხოება; ამ მიმართულებით ნაბიჯები არ ჩანს, თუმცა პარალელურად სიამოვნებით ერევა ყველა სფეროში, რაც მას ეხება ან არ ეხება. სიამოვნებით აწესებს შეზღუდვებს, დამატებით რეგულაციებს იმ ფონზე, რომ ამას არანაირი შედეგი არ მოაქვს. ეს არ არის ჯანდაცვის მინისტრის საქმე, ეს არის ბაზრის საქმე, სადაზღვევო სექტორის მარეგულირებლის საქმე. სამწუხაროა, რომ ჯანდაცვის პოლიტიკა ხელისუფლების კი არა, მინისტრის მოადგილის ცვლილების დროსაც კი იცვლება ხოლმე. ეს არასტაბილურობის განცდას აღძრავს როგორც - სადაზღვევო, ისე მთლიანად ჰოსპიტალურ სექტორში", - განაცხადა კალოიანმა.

ჯანდაცვის სპეციალისტის თქმით, არასტაბილურობა აისახება სექტორის ფინანსურ მდგომარეობაზე, გროვდება ვალები და სექტორი აღარ არის დაკრედიტებისთვის საინტერესო, ხოლო ამ ყველაფრის უკან დგას ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხი.

ვახტანგ კალოიანი ამბობს, რომ ბიზნესისთვის ყველაზე კარგი დახმარება არის გადასახადების შემცირება და თავისუფალი ბაზრის პრინციპების დამკვიდრება. „რა თქმა უნდა, ხელისუფლება და სახელმწიფო იმ ნაბიჯებს არ დგამს, რაც მის კომპეტენციაშია“, - აღნიშნა მან.