მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Weeksy - სამუშაო საათებისა და HR ადმინისტრირების ეფექტური გადაწყვეტილება

60d1f69bd2db5
ვიქტორია მღებრიშვილი
24.06.21 12:18
2473
ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მასში დასაქმებული ადამიანები არიან, შესაბამისად, მნიშვნელოვანია მათი რესურსების მართვა, დახვეწილი ორგაზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბება, ყოველდღიური პროცესების აღრიცხვა და მონიტორინგი. ბუნებრივია, ამ ყველაფრის ერთ ელექტრონულ სივრცეში თავმოყრა HR სპეციალისტებსაც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ინფორმაციის სწრაფ მოძიებასა და რეპორტების ისე გენერირებაში, რომ კანონის მოთხოვნებიც ზუსტად იყოს გათვალისწინებული.

არსებული გამოწვევების და ბიზნესისთვის პროცესების გასამარტივებლად, FINA-ს გუნდმა შექმნა თანამშრომელთა აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფა WEEKSy, რომელიც განკუთვნილია ნებისმიერი მიმართულებისა და ზომის ორგანიზაციისთვის.

WEEKSy შედგება რამდენიმე ძირითადი მოდულისგან, მათ შორისაა: თანამშრომელთა დასწრების დაგეგმვა და მართვა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია თითოეულ თანამშრომელზე სამუშაო გრაფიკის შედგენა, ცვლაში განაწილება და შესაბამისად, დასწრების აღრიცხვა. ასევე, პროგრამის ერთ-ერთ მნიშველოვან კომპონენტს წარმოადგენს HR ადმინისტრირებისა და ინვენტარის მართვის მოდული, სადაც მარტივადაა შესაძლებელი დასაქმებულთა პირადი და ბიოგრაფიული ინფორმაციის თავმოყრა, მივლინებების, შვებულებებისა და სხვადასხვა დოკუმენტების ატვირთვა, თანამშრომელზე გადაცემული ძირითდი საშუალებების აღრიცხვა და მონიტორინგი.

დღითი დღე უფრო და უფტო მეტი ორგანიზაცია იყენებს WEEKSy-ს პროგრამული უზრუნველყოფის როგორც ცალკეულ მოდულებს, ასევე სრულ ფუნქციონალს, რაც მათ დროისა და ადამიანური რესურსის დაზოგვაში ეხმარება, რადგან 2021 წლის პირველი მარტიდან ბიზნესი ვალდებულია აწარმოოს ტაბელები და აღწეროს დასაქმებულთა ნამუშევარი საათები. WEEKSy-ს საშუალებით ავტომატურად ხდება ტაბელის გენერირება და დასაქმებულისთვის SMS-ის სახით ინფორმაციის მიწოდება მისი ნამუშევარი საათების შესახებ.

FINA-ს გუნდი აქტიურად განაგრძობს მუშაობას WEEKSy-ს პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებაზე, რადგან ბიზნეს პროცესების მარტივი და ეფექტური მართვა პირდაპირ კავშირშია ბიზნესის წარმატებასთან.

შეგახსენებთ, რომ კომპანია FINA უკვე 10 წელზე მეტია ქართულ ბაზარზეა წარმოდგენილი და 4000-ზე მეტ კომპანიას სთავაზობს სხვადასხვა მიმართულების პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც სრულად პასუხობს ბიზნეს პროცესებში არსებულ დღევანდელ გამოწვევებს.





(R)