მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WEEKSy - თანამშრომლების შესრულებული სამუშაო საათების აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემა

602bea963551e
BM.GE
17.02.21 10:00
2550
საქართველოს შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, 1-ელი მარტიდან დამსაქმებლები ვალდებულნი იქნებიან, აღრიცხონ დასაქმებულის სამუშაო საათები.

კომპანია FINA-ს მიერ წარმოდგენილი ახალი პროდუქტი-WEEKSy სწორედ აღნიშნულ მოთხოვნებზე მორგებული პროგრამაა, სადაც თანამშრომლების დასწრებისა და შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა მარტივადაა შესაძლებელი.

WEEKSy პროგრამას აქვს მარტივი ინტერფეისი, რომელიც თანამშრომლებისთვის ადვილად აღსაქმელი და სამართავია. სისტემაში ყველა ის ფუნქციონალია თავმოყრილი, რაც ადმინისტრაციის მხრიდან არა მხოლოდ თანამშრომლების მართვისა და აღრიცხვის პროცესს გააადვილებს, არამედ თავად დასაქმებულებს შიდა კომუნიკაციის აწყობაშიც დაეხმარება.

პროგრამა WEEKSy შემდეგი მოდულებისგან შედგება:

ადამიანური რესურსების ადმინისტრირება - ამ ნაწილში მარტივადაა შესაძლებელი თანამშრომლების სამსახურში მიღება, გათავისუფლება, შვებულება, მივლინებისა და სხვა საჭირო დეტალების აღრიცხვა. თანამშრომლების სრული ინფორმაციის ერთ სივრცეში თავმოყრისა და მართვის საშუალება.

თანამშრომლების დასწრების დაგეგმვა და აღრიცხვა - სხვადასხვა სახის აპარატურული და პროგრამული მოდულების დახმარებით თანამშრომლების მოსვლა-წასვლისა და შესვენებების აღრიცხვა. სტანდარტული და ინდივიდუალური სამუშაო გრაფიკების შედგენა, მენეჯერების მხრიდან თანამშრომლების დასწრების მართვა.

ინვენტარის კონტროლი - ინვენტარის მარტივი და ეფექტიანი აღრიცხვის მოდული, რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომელზე გადაცემული და დაბრუნებული ინვენტარის კონტროლს სერიული ნომრების მიხედვით.

ხელფასების ავტომატური დაანგარიშება - პლატფორმა საშუალებას იძლევა თვის ბოლოს, ავტომატურად გამოთვალოთ თანამშრომლის ფიქსირებული თუ საათობრივი ხელფასი დასწრების, შვებულებების, მივლინებების, პრემიებისა და სხვა დოკუმენტების გათვალისწინებით.

მრავალფეროვანი ანგარიშგებები - პროგრამა საშუალებას იძლევა დააგენერიროთ კანონმდებლობით სავალდებულო შესავსები ფორმები, ისარგებლოთ ადმინისტრირების, დასწრების, დავალებების შესრულებისა და სხვა მრავალფეროვანი ანგარიშგებებით.

"რაც მთავარია, აღნიშნული პროგრამის გამოყენება ყველა მიმართულების კომპანიისთვისაა შესაძლებელი, იქნება ეს კვების ობიექტი, ვაჭრობა, წარმოება, სამშენებლო კომპანია, სამედიცინო დაწესებულება, მომსახურების სფერო თუ სხვა. ამასთანავე პროგრამა მოსახერხებელია დისტანციურად და ნახევრად დისტანციურად მუშაობის შემთხვევაშიც", - აცხადებენ კომპანიაში.

პროგრამა კომპანია FINA-ს მიერაა შექმნილი, რომელმაც 10 წლის მანძილზე 3500+ კომპანიას გაუმარტივა ბიზნესის მართვა პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით.

სიახლეებს შეგიძლიათ გაეცნოთ კომპანიის Facebook გვერდზე.

(R)