მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Wehost: ბინების ჯავშნები განახევრდა, ფასები კი 60%-ით შემცირდა

5e6ce07fc31ad
ანა ჯოხაძე
14.03.20 18:00
1158
გასულ წელთან შედარებით ბინებზე ჯავშნების რაოდენობა განახევრდა, ფასები კი 60%-ით შემცირდა. ამის შესახებ bm.ge-თან wehost-ის ოპერაციულმა დირექტორმა განაცხადა. როგორც კონსტანტინე ანჯაფარიძე ამბობს, უკვე გაუქმდა აპრილის ჯავშნებიც. მისი თქმით, მოლოდინებსა და პროგნოზებზე ამ ეტაპზე საუბარი რთულია, თუმცა მაისში wehost.ge-ის მენეჯმენტი მდგომარეობის გაუმჯობესებას ელოდება.

“ჩინეთიდან საკმაოდ გაზრდილი იყო ვიზიტორების რაოდენობა. ზუსტად მაშინ ჩინეთში, რომ იფეთქა ვირუსმა, მას შემდეგ მოხდა მათი ჯავნების გაუქმება. მარტის თვიდან უკვე ველოდებოდით ჯავშნების 20-25%-ით ზრდას, მას შემდეგ კი, რაც დაფიქსირდა ევროპაში პირველი შემთხვევები და შემდეგ უკვე საქართველოში, ფაქტიურად ახალი ჯავშნები არ შემოდის და ყოველდღიურად, რაც აკრძალვებიც იმატებს საზღვარზე, უფრო მეტად კლებულობს ჯავშნების რაოდენობაც.

დაახლოებით 50%-მდე შეგვიმცირდა ჯავშნების რაოდენობა. დღეის მდგომარეობით წინა წელთან შედარებით ფასები დაახლოებით 50-60%-ით არის შემცირებული.”-აცხადებს wehost.ge-ის ოპერაციული დირექტორი კონსტანტინე ანჯაფარიძე.