მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WeHost: “ისრაელიდან ჯავშნები საქართველოში უკვე შემოსულია”

5ee118a1b8420
მარიამ ადამია
10.06.20 22:00
1084
კომპანია Wehost-ის დამფუძნებელი, ნიკა ანჯაფარიძე, BMG-სთან საუბარში აცხადებს, რომ მიუხედავად გავრცელებული საერთაშორისო ტენდენციისა, რომლის თანახმადაც, Airbnb-ზე დარეგისტრირებული მასპინძლების უმეტესობა ბინების გაყიდვას გეგმავენ, საქართველოში პირიქით – უმეტესობა ცდილობს საკუთარი სახსრებით შეინარჩუნოს ბინა და ამიტომაც 30-40% დღიური გაქირავებიდან გრძელვადიან გაქირავებაზე გადავიდა. მისივე თქმით, მოლოდინები პოზიტიურია და საზღვრების გახსნის პარალელურად, იმედოვნებენ ჯავშნების მომატებასაც.

„ხალხი ელოდება საზღვრების გახსნას და 10-15 ჯავშანი უკვე შემოგვივიდა აგვისტო-სექტემბერზე, რა თქმა უნდა, ეს დიდი ციფრი არ არის, თუმცა, მაინც პოზიტიურია. პირველი ჯავშნები ისრაელიდან შემოვიდა და პარალელურად ვიმედოვნებთ, რომ შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის ფარგლებში, ქართველებიც დაიწყებენ მოგზაურობას ჩვენს ქვეყანაში. ხოლო იმისათვის, რომ ჯავშნების გაკეთება გაგვემარტივებინა მომხმარებლისთვის, ჩვენ გავაკეთეთ Airbnb-ის ალტერნატივა, სადაც განთავსებულია მხოლოდ Wehost-ის ბინები და ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია დაჯავშნოს, ახალი Booking–პლატფორმით”, - განაცხადა ნიკა ანჯაფარიძემ.

შეგახსსენებთ, ისრაელი აღარ იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო ტურისტების მიღებას განაახლებს. მიზეზი ისრაელში ეპიდსიტუაციის გაუარესებაა. საქართველო კი, COVID-19-ის პანდემიის პირობებში, საერთაშორისო ტურისტების მიღებას 1 ივლისიდან აპირებს.