მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელიწად-ნახევრიანი პაუზის შემდეგ პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ განახლდება - მინისტრი

60d983317b8f7
ინგა მურუსიძე
28.06.21 12:05
755
მთავრობის გადაწყვეტილებით, პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ განახლდება. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პროგრამის ფარგლებში „აწარმოე საქართველოში“ უახლოეს მომავალში გამოაცხადებს განაცხადების მიღებას.

„ბოლო პერიოდში რამდენიმე წარმატებული შემთხვევა გვქონდა, როცა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ჰოლივუდის წარმომადგენლებმა გადაიღეს ფილმები, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო კინოკომპანიების მიერ მიმდინარეობდა კინოგადაღება. 2019 წლის ბოლოს, პანდემიის დაწყებასთან ერთად შეწყდა დროებით ეს პროგრამა და დღეს გადავწყვიტეთ, რომ განახლებული, გაუმჯობესებული ფორმით აღვადგინოთ ეს პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს პოპულარიზაციას, სხვადასხვა მსოფლიოში ცნობილი კინოკომპანიის ჩამოსვლას. ამ პროგრამის განახლების მოლოდინში წამოწყებულია პროექტები, რომლებიც საქართველოში არა მხოლოდ ერთჯერადად, არამედ კონკრეტულად სტუდიების და პავილიონების შექმნას ითვალისწინებს“, - განაცხადა თურნავამ.

მინისტრი დარწმუნებულია, რომ პროგრამა მომავალ წლებში ძალიან წარმატებული იქნება.

„პროგრამის ძირითადი პრინციპი არის ე.წ. ქეშბექი. როცა შეთანხმებული ბიუჯეტით ხდება კინოს გადაღება, ხოლო მერე, როცა დადასტურდება საინვესტიციო ხარჯები, ჩვენს მიერ ხდება თანამონაწილეობა და ანაზღაურება დაახლოებით 20%-ის რაოდენობით“, - განაცხადა თურნავამ და დასძინა, რომ პროექტის განხორციელებას მონიტორინგს გაუწევს კულტურის სამინისტროც.