03.დეკემბერი .2019 16:47

წელს 10 თვეში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან $2.8 მლრდ-ის შემოსავალი მიიღო

წელს 10 თვეში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან $2.8 მლრდ-ის შემოსავალი მიიღო
views 990
უკან

წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარი-ოქტომბერში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან $2.8 მლრდ-ის შემოსავალი მიიღო, რაც 0.9%-ით ანუ 25 მლნ აშშ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

რაც შეეხება უშუალოდ ოქტომბრის მაჩვენებელს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასულ თვეში ქვეყანამ ტურიზმიდან 267 მლნ აშშ დოლარი (ზრდა 5.2%) მიიღო, რაც 13 მლნ აშშ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მონაცემებზე.

ცნობისთვის: 2019 წლის II კვარტალში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 877 მლნ. აშშ დოლარს (ზრდა +8.4%), რაც 68 მლნ. აშშ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2019 წლის I-II კვარტალში კი, შემოსავალმა 1.5 მლრდ აშშ დოლარი (ზრდა +7%) შეადგინა, რაც 95 მლნ აშშ დოლარით მეტია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

აღსანიშნავია, რომ ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2019 წლის I-II კვარტლის მონაცემებით, 7.7%-ია. ზრდა წინა წელთან შედარებით +19.7%-ია.

შეგახსენებთ: ნოემბერში საქართველოში ტურისტების რიცხვი 10.3%-ით გაიზარდა, 11 თვეში კი, ჯამური ზრდა 6.3%-ია.

კერძოდ, 2019 წლის ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში 670,122 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს +12%-ით აღემატება.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საერთაშორისო ვიზიტორთა განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 543,176 შეადგინა, რაც +11.9%-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე, ხოლო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 338,831-ს გაუტოლდა, რაც 2018 წლის მაჩვენებელს +10.3%-ით აღემატება.

რაც შეეხება 2019 წლის იანვარ-ნოემბერს, ადმინისტრაციის ცნობით, 11 თვეში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა საქართველოში ახალ ისტორიულ ნიშნულს - 8,690,352-ს მიაღწია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.2%-ია.

ამავე პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორთა მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 7,191,042 შეადგინა (ზრდა+6.6%), ხოლო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 4,768,432 (ზრდა +6.3%).

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა