04.სექტემბერი .2019 15:15

„წელს 55 ათასი კომპიუტერი შევა სკოლებში და ეს აღარ არის ნეთბუქები"

views 576
უკან

საქართველოში მოქმედ ყველა სკოლაში უკაბელო ინტერნეტით აღჭურვის პროცესი მომდევნო 2 წლის ვადაში დასრულდება - როგორც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრობის კანდიდტმა პარლამენტში გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა, ამ დროისთვის WIFI სკოლების მეოთხედში უკვე დამონტაჟებულია.

მიხეილ ბატიაშვილის ინფორმაციითვე, წელს სკოლის მოსწავლეები ბუქების ნაცვლად სამინისტროსგან 55 ათასს სრულფასოვან კომპიუტერს მიიღებენ, რაც მათ სწავლების პროცესში მომდევნო წლებშიც დაეხმარება.

„პედაგოგების კვალიფიკაციასთან ერთად უნდა შეიცვალოს მიდგომა სასწავლო პროცესის მიმართ. ცვლილებები, რომლებიც უნდა განხორციელდეს კლასში, ორიენტირებული უნდა იყოს ისეთი უნარების განვითარებაზე, როგორიც არის კრიტიკული აზროვნება, კრეატიულობა და ა.შ 150 სკოლაში ახალი მიდგომების დანერგვა წარმატებით მიმდინარეობს და იმ გეგმას მივყვებით, რომლის მიხედვითაც 2022 წელს ახალი სსწავლო მიდგომით დავფარავთ ყველა სკოლას ქვეყანაში.

მნიშვნელოვანი ფაქტორია ტექნოლოგიების შეტანა. მოთხოვნა ტექნოლოგიების მიმართ იზრდება და ის ინტეგრირებულია სწვალებაზე და მის გამოყენებაზე. მინდა გითხრათ, რომ წელს სექტემბერში 55 ათასი კომპიუტერი შევა სკოლებში და ეს აღარ არის ნეთბუქები, არამედ ეს იქნება სრულფასოვანი კომპიუტერები, რომლებსაც ბავშვები მომავალშიც გამოიყენებენ. ამ კომპიუტერებში ყველა ლიცენზირებული პროგრამა იქნება ინტეგრირებული.

ასევე მნიშვნელოვანია სკოლების WIFI-ით უზურნველყოფა. დღეს წარმოუდგენელია ნებისმიერი სივრცე ინტერნეტის გარეშე და სწორედ ამიტომ წლევანდელ წელს უზარმაზარი სამუშაო ჩატარდა და სკოლების მეოთხედი გადაფარულია უკაბელო ინტერნეტით. ვფიქრობთ, 2 წლის განმავლობაში მთლიანდ დავასრულებთ ამ პროცესს და ყველა სკოლა იქნება უზურნველყოფილი მაღალი ხარისხის ინტერნეტით“ - განაცხადა ბატიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა