11.დეკემბერი .2019 20:15

წელს, 9 თვეში ივანიშვილის ტურიზმის ფონდმა საქართველოში $43.5 მლნ-ის ინვესტიცია ჩადო

views 2298
უკან

საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდმა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი „თანაინვესტირების ფონდის“ შვილობილი კომპანიაა, მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში 12 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

ამის შესახებ ინფორმაცია BM.GE-მ ტურიზმის განვითარების ფონდიდან გამოითხოვა. 

ფონდის ცნობით,  აღნიშნული თანხის ინვესტირება 9 მიმდინარე პროქტში განხორციელდა: "პარაგრაფ რიზორტი და სპა შეკვეთილში" (პროექტი დასრულებულია, თუმცა ფონდის ინფორმაციით კიდევ ვითარდება), სასტუმრო "პარაგრაფი აბასთუმანში"; სასტუმრო და საოფისე შენობა ერეკლეს მოედანზე; სასტუმრო და გოლფ კლუბი თაბორზე; სასტუმრო და საკონფერენციო ცენტრი სოლოლაკში; სასტუმრო თავისუფლების მოედანზე; გამაჯანსაღებელი სასტუმრო კომპლექსი მწვანე კონცხზე; სასტუმრო განმუხურში და სასტუმრო სიღნაღში.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის სამივე კვარტალში  ტურიზმის განვითარების ფონდმა ამავე პროექტებში, ჯამში, 43 598 000 დოლარის ინვეტიცია ჩადო.

შეგახსენებთ, რომ BMG-მ საქსტატიდან გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი კომპანიები იკავებდნენ წლის მესამე კვარტალში ქვეყანაში წამყვანი ინვესტორების პოზიციებს, რომელთა შორის შპს ტურიზმის განვითარების ფონდი უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების ათეულშია.

ცნობისთვის: 2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით სულ 417.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 13.7%-ით მეტია. 2019 წლის 9 თვეში ჯამურად საქართველოში $908.9 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2018 წელთან შედარებით 17%-ით ნაკლებია.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა