2023 წელს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე „ლაგოდეხის“ საბაჟო გამშვები პუნქტის სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა იხსნება, - განცხადება ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა გააკეთა.
„გასულ 2022 წელს, ჩვენ გვქონდა საშუალება, საქართველო-სომხეთის საზღვარზე გაგვეხსნა „ნინოწმინდის“ საბაჟო გამშვები პუნქტის ახალი შენობა-ნაგებობა. 2023 წელს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე იხსნება „ლაგოდეხის“ საბაჟო გამშვები პუნქტის ასევე სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა. ცხადია, მიმდინარეობს სხვა გამშვები პუნქტების სრული რეაბილიტაცია-განახლება“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
ინფორმაციისთვის, აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი თითქმის სამი წელია დაკეტილია, მათ შორის - საქართველოსთან.
თუმცა როგორც რამდენიმე კვირის წინ BMGTV-ის გადაცემა #რედაქტ-2-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, მოლოდინია, რომ 2023 წლიდან მეზობელი აზერბაიჯანი საზღვრებს გახსნის.
„მოგეხსენებათ, აზერბაიჯანს სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილი აქვს არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ სხვა მეზობლებთანაც. ოფიციალური მიზეზი covid-პანდემიაა.
ამდენად, როგორც ისინი შეაფასებენ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, იმის მიხედვით გაიხსნება საზღვრები, თუმცა ჩვენი მოლოდინია, რომ ვიცით განწყობები, რომ მომავალ წელს შეზღუდვები უნდა მოიხსნას“, - თქვა ლევან დავითაშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი