მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„წელს ბათუმს საწუწუნო არაფერი აქვს“ - გურამ ბაღდოშვილი ტურისტების შესახებ

62f5233ba4cf0
ალა ისპირიანი
11.08.22 21:15
1830
რესტორანი “ჩვენის” დამფუძნებლის გურამ ბაღდოშვილის თქმით, წელს ბათუმში ტურისტების რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილია. როგორც მან Bm.ge -სთან განაცხადა ისინი ძირითადად უკრაინიდან, რუსეთიდან, ბელორუსიიდან, ისრაელიდან და არაბეთის ქვეყნებიდან არიან.

„რესტორანი „ოვალი“, რომელიც ბათუმში “ალიანს პალასში” მდებარეობს, ძირითადად ქართველებზეა განკუთვნილი, მაგრამ, წელს ტურისტების შემოსევა გვაქვს. რესტორანში; ქართული, ტრადიციული ქართული, ქართული საავტორო, ტაილანდური, ვიეტნამური, იაპონური და იტალიური სამზარეულო გვაქვს. რესტორანი შარშან ზაფხულს გაიხსნა და ამ სეზონზე ძალიან კარგად მუშაობს.

ძალიან ბევრი ტურისტი გვყავს უკრაინიდან, რუსეთიდან, ბელორუსიიდან, ისრაელიდან და არაბეთის ქვეყნებიდან, ასე რომ წელს ბათუმს საწუწუნო არაფერი აქვს“, - ამბობს იგი.

რესტორანი “ალიანს პალასში” ორ სართულზეა განთავსებული. რესტორანი დაახლოებით 500 კვ/მ ფართობზეა გაშლილი და როგორც ცნობილია მხოლოდ სამზარეულოსთვის 0.5 მლნ ევრო დაიხარჯა.