მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს ჰიდროსსადგურების გამომუშავება 11%-ით, თბოსადგურების კი 52%-ით გაიზარდა

6392e851b2f2c
მარიამ ვარადაშვილი
09.12.22 22:21
578
მიმდინარე წლის 10 თვეში ჰიდროგენერაციის ობიექტების გამომუშავება წლიურად 11.2%-ით გაიზარდა.

Galt&Taggart ზრდას კარგ ჰიდროლოგიას და წინა წლის დაბალ ბაზას უკავშირდება (2021 წლის დასაწყისში ენგურის რემონტი მიმდინარეობდა). რაც შეეხება თბოსადგურებს, მათი გამომუშავება წლიურად 52.2%-ით გაიზარდა, ხოლო ელექტროენერგიის იმპორტი 26.9%-ით შემცირდა.

ეს გადასვლა ელექტროენერგიის იმპორტიდან თბოგენერაციაზე (რომელიც მუშაობს იმპორტირებულ ბუნებრივ აირზე) აიხსნება შემდეგი გარემოებებით: 1) ფასის სხვაობა იმპორტსა და თბოგენერაციას შორის - ელექტროენერგიის კომერციული იმპორტის საშუალო ფასი კვტ.სთ-ზე 7-7.8 აშშ ცენტის ფარგლებში იყო, ხოლო თბოგენერაციის ფასი მერყეობდა კვტ.სთ-ზე 3.3 აშშ ცენტსა (მაგ. გარდაბანი-1) და 4.5 აშშ ცენტამდე (მაგ. მტკვრის ენერგია).

ორგანიზაციის ცნობითვე, ევროპაში არსებული ენერგეტიკული კრიზისის მიუხედავად, საქართველომ ადგილობრივ ბაზარზე დაბალი ფასების შენარჩუნება მოახერხა.

ეს Galt&Taggart-ის თანახმად რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა:

მიწოდების 70%-ზე მეტი ჰიდროგენერაციით კმაყოფილდება, მისი თვითღირებულება კი არაა დამოკიდებული გარე ფაქტორებზე

თბოსადგურები საქართველოში იყენებენ ე.წ. სოციალურ გაზს, რომლის ფასიც დაფიქსირებულია გრძელვადიანი ხელშეკრულებით და არ იცვლება მსოფლიო ტენდენციებთან ერთად

ელექტროენერგეტიკული ბაზარი მეტწილად რეგულირებულია და საბაზრო ფაქტორები ნაკლებ გავლენას ახდენენ მთელი სექტორის საშუალო ფასზე.

საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარება ჯამში წლიურად 5.3%-ით გაიზარდა და 11.8ტვტ.სთ შეადგინა. ამის გარდა, ელქტროენერგიის ექსპორტიც გაიზარდა 2.5-ჯერ 1 ტვტ.სთ-მდე.