სემეკ-ის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, ჯერჯერობით, კომისიაში არ შესულა არც განაცხადი და არ არის არც პროგნოზი, საიდან გამომდინარეც შეიძლება კომისიამ ტარიფების გადახედვაზე იმსჯელოს. ამის შესახებ დავით ნარმანიამ გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.
„ზამთრის პერიოდში ბუნებრივია გვაქვს იმპორტი და წელს იმპორტის ფასები საკმაოდ მაღალია, ვიდრე წინა პერიოდში იყო, თუმცა 2021 წელი საქართველოსთვის ჰიდროლოგიურად საკმაოდ წყალუხვი პერიოდი იყო, საიდან გამომდინარეც გამომუშავებული, იაფი ენერგიის წილი შედარებით მაღალი გვქონდა. ჯერჯერობით არ მაქვს არც განაცხადი, არც რაიმე პროგნოზი, საიდან გამომდინარეც შეიძლება კომისიამ ტარიფების გადახედვაზე იმსჯელოს. მსგავსი საკითხი არ დგას“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
სემეკ-ის თავმჯდომარის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ იმპორტის მაჩვენებლები მაღალია, „სიურპრიზები“ მოსალოდნელი არ არის.
რაც შეეხება ენერგეტიკის სფეროში სისტემურ გამოწვევებს, როგორც ნარმანია ამბობს, საქართველო ენერგეტიკაში რეფორმებს ატარებს.
„რაიმე სახის ჩამორჩენა ამ პროცესში არ გვაქვს. ვაკვირდებით სხვა ქვეყნების გამოცდილებას, რომლებმაც ეს გზა გაიარეს და მივდივართ საკმაოდ კარგი ტემპებით. ბაზარი იხსნება ელექტროენერგეტიკის ნაწილში, შემდეგ უკვე, მოგვიანებით ბუნებრივი გაზის ნაწილში, როგორც ეს ევროპის ბევრ ქვეყანაში მოხდა. დარწმუნებული ვარ, რომ რეფორმის ძირითადი მიმართულებები, რაც ქვეყანას არჩეული აქვს, გაგრძელდება და მომდევნო წელს გახსნილი ბაზრით შევხვდებით“, - განაცხადა ნარმანიამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ