მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“წელს მანდარინის 20-25% არასტანდარტული ზომის იქნება” - "აჭარა ინვესტ გრუპი”

618d48e50d4a2
ნინი ლონგურაშვილი
11.11.21 23:39
869
წელს აჭარა 70 000 ტონამდე მანდარინის მოსავალს ელოდება, ამის შესახებ BMG-ის “აჭარა ინვესტ გრუპის” დამფუძნებელმა კახა შავაძემ განუცხადა.

მათი პროგნოზით, 2021 წლის მოსავლის დაახლოებით 20-25% არასტანდარტული ნაყოფი იქნება.

“წელს მოსავლის რაოდენობა შედარებით კარგია, 70 000 ტონამდე მოსავალს ველოდებით, თუმცა როცა მოსავლის რაოდენობა ბევრია, სამწუხაროდ, ამ დროს მანდარინი პატარა ზომისაა. ჩვენ შედარებით მაღალ სეგმენტზე ვმუშაობთ და რა თქმა უნდა, პრობლემაა, რომ წლევანდელი მანდარინის ზომა პატარაა, თუმცა საშუალო ზომის მანდარინიც არის. სტატისტიკურად, მცირე ზომის მანდარინის წილი დაახლოებით 10-15% არის ხოლმე, თუმცა წელს ე.წ. არასტანდარტულ ნაყოფის წილს დაახლოებით 20-25%-ს მაინც ველოდებით,“ - აცხადებს “აჭარა ინვესტ გრუპის” დამფუძნებელი.

ცნობისთვის, 2021 წლის 1 სექტემბრიდან 7 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოდან 478 ტონა ექსპორტირებული მანდარინის ღირებულებამ 171 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 100%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 54%-ით გაიზარდა.

2021 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი სომხეთში (383 ტონა), რუსეთში (67 ტონა), უკრაინასა (18 ტონა) და სლოვენიაში (10 ტონა) განხორციელდა.