მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“წელს მანდარინს უცხოურ ბაზრებს გაზრდილი ფასით მივაწვდით” - ექსპორტიორი

632adfabc49b4
ლიკა გურაბანიძე
24.09.22 14:37
837
“მანდარინს წელს საექსპორტო ბაზრებს მნიშვნელოვნად - 30-40%-ით გაზრდილი ფასით მივაწვდით", - ამის შესახებ BM.GE-ს „აგრო ინვესტ სერვისის” დირექტორმა ვაჟა მკურნალიძემ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ფასების ზრდის მიზეზი ლოგისტიკის გართულება და გაძვირებაა. “ხშირ შეთხვევაში სატრანსპორტო და საზღვაო გადაზიდვები 100-200%-ითაც კია გაძვირებული. თუ ტრანსპორტირება $2300 -2500 ჯდებოდა, ახლა $5500-6000 გახდა", - განმარტა მკურნალიძემ.

კომპანიის ძირითადი საექსპორტო ბაზრები - რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი და ყაზახეთია. როგორც ექსპორტიორი განმარტავს, ბაზრების დივერსიფიცირება არ არის იოლი საკითხი, რადგან ევროკავშირში ლოგისტიკა რთულია.

“ხარისხი რომც დავაკმაყოფილოთ, 20-25-დღიან ტრანსპორტირებას ციტრუსი ვერ უძლებს და ფუჭდება. ასევე, კონკრეტული ბიუროკრატიული საკითხები ქვეყნების საბაჟოებზე უნდა გამარტივდეს, ხარისხის სერტიფიკატის გაცემა უნდა მოხდეს, თუმცა ქვეყანაში არ არსებობს უწყება, რომელიც ხარისხის სერტიფიკატს გასცემს, ასევე შესაბამისი ლაბორატორიები არ გვაქვს.” - აღნიშნა „აგრო ინვესტ სერვისი” დირექტორმა.

შეგახსენებთ, საქართველოში ნარინჯისფერი რთველი ნოემბერში იწყება და დეკემბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება.