30.იანვარი .2020 23:38

წელს, მძღოლთა პროფესიული ტრენინგ-ცენტრის გახსნა იგეგმება - ცენტრის მიზნები

views 619
უკან

მძღოლთა პროფესიული კომპეტენტურობის ასამაღლებელი რეგიონალური მნიშვნელობის ტრენინგ-ცენტრის მშენებლობა/მოწყობა და გახსნა 2020 წლის ბოლომდე იგეგმება, - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ერეკლე კეჟერაშვილმა BMG-ის გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, წლის განმავლობაში ამ ცენტრს ექნება შესაძლებლობა მოამზადოს 500-დან 700-მდე მძღოლი.

„ეს არის ძალიან კარგი პროექტი, რომელიც განხორციელდება ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ და გულისმხობს პროფესიონალ მძღოლთა გადამზადებას, იმისათვის რომ მათ შეძლონ დააკმაყოფილონ ის მოთხოვნები, რომლებიც, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ მძღოლზე უფრო მაღალია. და ასევე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენმა მძღოლებმა შეძლონ დასაქმება ევროკავშირის ბაზრებზე. 

ცენტრში იქნება შესაძლებლობა მათი როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული მომზადების. მოეწყობა შესაბამისი პოლიგონი, რომელზეც შესაძლებელი იქნება სიმულაციები და მძღოლებს საშუალება ექნებათ წინასწარ იყვნენ მომზადებული სახიფათო პირობებისთვის, რომელშიც მათ უწევთ საქმიანობა. ასევე თეორიული ნაწილიც, რა თქმა უნდა, დაიფარება ამ ტრენინგ-ცენტრის ფარგლებში“, - განაცხადა ერეკლე კეჟერაშვილმა.

ტრენინგ-ცენტრის გახსნას საგზაო უსაფრთოხების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში 2020 წლის სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს, რომელიც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა