ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში ინდმეწარმემ აბესალომ გარმელიამ 2018 წლიდან მოცვის პლანტაციების გაშენება დაიწყო. როგორც ინდმეწარმე BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, წელს მეურნეობა 7-10 ტონამდე მოცვს საექსპორტოდ ამზადებდა, თუმცა შემქნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე ექსპორტს ვერ განახორციელებენ.
მისი თქმით, მას დასრულებული ჰქონდა რუსეთში პარტნიორებთან მოლაპარაკებები, თუმცა ახლა მოცვის ექსპორტი შეუძლებელია.
„წელს მოცვს ექსპორტზე ვერ გავიტანთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წელს 7-დან 10 ტონამდე მოცვის მოსავალს ავიღებთ, რომლის გატანას რუსეთში ვგეგმავდით. კერძოდ სანკტ-პეტერბურგში მქონდა მოლაპარაკებები ადგილობრივ ჰიპერმარკეტების ქსელთან, როგორიც არის „კარუსელი“, „ოკეი“ და ეს მოლაპარაკება თითქმის მიღწეული იყო, პრობლემა არ გვქონდა ამის ჩაბარების, მაგრამ შემქნილი მდგომარეობის გამო ვეღარ გამაქვს. ახლა მანქანას რომ დავტვირთავთ და გავუშვებთ, საზღვრის კვეთის შემდეგ იქ კარანტინში ხვდება და რადგან მოცვი მალფუჭებადი პროდუქტია, ამიტომ გავჩერდით წელს და ვეძებთ კლიენტებს ქვეყნებს შიგნით“, - ამბობს აბესალომ გარმელია.
როგორც მოცვის პლანტაციების მფლობელი აცხადებს, მსგავსი პრობლემები სხვა მოცვის ბაღების მფლობელებსაც აქვთ.
„მაქვს კომუნიკაცია სხვა ფერმერებთან და ყველას აქვს გატანის პრობლემა, მაგრამ მოკრეფამდე დარჩენილი გვაქვს 2 კვირა, ამიტომ გვაქვს იმედი, რომ მათ, ვინც შარშან მოახდინეს ექსპორტირება წელსაც გაიტანენ მოცვს საზღვრებს გარეთ. მთლად უიმედოდ არ ვართ“, - ამბობს ინდმეწარმე.
მისი თქმით, მოცვის რეალიზებაში მთავრობა და ადგილობრივი ჰიპერმარკეტები თუ დაეხმარებიან მათი პრობლემა ნაწილობრივ მაინც მოგვარდება.
„ეს პრობლემა ისევ სახელმწიფოს დახმარებით თუ გადაიჭრება, ან ისეთი კომპანიები თუ დაგვეხმარებიან, როგორიც არის „კარფური“, „გუდვილი“ და ა.შ. მოახდენენ ჩვენი პროდუქციის რეალიზებას“, - ამბობს გარმელია.
მიუხედავად არსებული პრობლემებისა, მოცვის ბაღების მფლობელი მეურნეობის გაფართოებას მომავალ წლებშიც გეგმავს. მისი თქმით, ბაღი 3 ჰექტარით წელს უკვე გააფართოვა და ახლა ჯამში 9 ჰექტარზეა გაშენებული, მომავალი წლისთვის კი ფერმერი მოცვის გაშენებას 7 ჰექტარზე აპირებს, რის შემდეგაც საექსპორტო ბაზრების გაფართოვებაზეც იფიქრებს.
„7ჰა-ს ვამზადებთ, რომ გავაშენოთ დამატებითი ნერგების დარგვა. ამ შემთხვევაშიც ვისარგებლებთ სახელმწიფო პროგრამებით. მას შემდეგ, რაც 16 ჰა-მდე გაიზრდება ჩვენი მოცვის ბაღები, ვეცდებით ევროკავშირის ბაზარზე გატანას ჩვენი პროდუქტის. უნდა აღვნიშნო, რომ ევროპის ბაზარზე არსებული სტანდარტები მკვეთრად განსხვავდება რუსეთის ბაზრის სტანდარტებისგან შესაბამისად, ევროზონაში შეტანა უფრო რთული იქნება“, - განმატავს აბესალომ გარმელია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას