მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს მოვლენები ეკონომიკის 5.5%-იანი ზრდის სცენარის მიხედვით ვითარდება - TBC Capital

626fc84f1ed70
BM.GE
02.05.22 16:39
584
თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის შეფასებით, ქვეყანაში მოვლენების 2022 წლისთვის ეკონომიკის 5.5%-იანი ზრდის სცენარით გათვალისწინებული საპროგნოზო მაჩვენებლების მიხედვით ვითარდება, აღნიშნულ პროგნოზს ამყარებს მარტში დაფიქსირებული 10.6%-იანი მშპ-ის ზრდის მაჩვენებელიც.

„მაშინ, როდესაც ექსპორტისა და მიგრაციის ეფექტის გათვალისწინებით ტურიზმის დინამიკა შედარებით ძლიერი იყო, იმპორტი, დაკრედიტება და ფისკალური სტიმული უფრო ზომიერი პარამეტრებით განისაზღვრა.

გზავნილების მხრივ კი, მოლოდინების შესაბამისი ტენდენცია დაფიქსირდა. თავისთავად, ზუსტი საბაზო სცენარის შემუშავება კვლავ პრობლემურია. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ უახლესი ინდიკატორები შესაძლოა ჩვენს, უკვე საკმაოდ ოპტიმისტურთან შედარებით კიდევ უფრო ძლიერ ზრდაზე მიუთითებდეს.

საკუთრივ, წინა წლის აპრილში ძალზედ მაღალი საბაზო ეფექტის მიუხედავად, სექტორული ბრუნვების, ტურიზმისა და გზავნილების მაჩვენებლებზე დაყრდნობით, თიბისი კაპიტალის ეკონომიკური აქტივობის მოკლევადიანი საპროგნოზო მოდელი აპრილში მკვეთრ ვარდნაზე არ მიანიშნებს“, - წერია თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის ანგარიშში.