სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი, წელს პირველად, ბუნებრივ გაზს ახლადაშენებული მაგისტრალური გაზსადენის საშუალებით მიიღებს.
როგორც bm.ge-ის აჭარის მთავრობიდან აცნობეს, მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროგრამის ფარგლებში, "ადიგენი-გოდერძის“ მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა აჭარის მთავრობამ და ნავთობის და გაზის კორპორაციამ, ერთობლივად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აჭარის მაღალმთიანი რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის განვითარებისთვის, ასევე სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მიზნით განახორციელა.
ადიგენი-გოდერძის 36 კილომეტრიანი მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა 8 თვეში დასრულდა. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, დაახლოებით, 11,5 მლნ ლარით დაფინანსდა.
ახლადაშენებულ გაზსადენს, ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, უკვე მოქმედ სამხრეთ მიმართულების გაზმომარაგების ქსელთან მიერთებით, მიეცემა „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ მიმართულების გაზმომარაგების წრედის შემკვრელის ფუნქცია და აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულების მაგისტრალურ გაზსადენზე შესაძლო შეფერხების შემთხვევაში, აჭარის რეგიონის ალტერნატიული გაზმომარაგების წყაროდ იქნება გამოყენებული.
კურორტის გაზიფიცირების პროექტის სამუშაოებში საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია იყო ჩართული. გაზიფიცირების პროექტი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია “ჯი-პი-სიმ“ და "აჭარ ინვესტი 2009" -მ განახორციელა.
გაზსადენის სამშენებლო სამუშაოებზე 120 ადამიანი იყო დასაქმებული.
ამ დროისთვის, პრალალელურად, აჭარის გაზიფიცირების ისტორიული პროექტი, მაღალმთიანი აჭარის სრულად გაზიფიცირებისთვის ინტენსიურად მიმდინარეობს. აჭარის მთავრობის ინიციატივით გაზიფიცირების მიმდინარე პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა პირველი ეტაპი, რომლითაც სალიბაურიდან-ხიჭაურამდე 63 კმ მონაკვეთზე გაზსადენის მილების მონტაჟი განხორციელდა. ამ დროისთვის დასკვნით ეტაპზეა მეორე ეტაპის სამუშაოები, რაც შუახევიდან-გოდერძიმდე 56 კმ გაზსადენის მილების მოწყობას ითვალისწინებს. მეორე ეტაპზე 15 200 აბონენტის გაზიფიცირება მოხდება. ამ დროისთვის სამუშაოები 22 კმ-ზე უკვე დასრულებულია. სამუშაოებში 180 ადამიანია დასაქმებული.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის