მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს პირველად, სახელმწიფოს დანახარჯმა გადაასწრო ჯიბიდან გადახდებს - მინისტრი

61c81f708eaad
თელარა გელანტია
26.12.21 11:51
441
„2020 წელს პირველად, საქართველოში სახელმწიფოს დანახარჯმა გადაასწრო მოქალაქეების მიერ ჯიბიდან გაწეულ დანახარჯებს“, - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტადაა გაზრდილი.

„ეს ჩვენთვის არის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მიღწევა, რაც შეიძლება ჩაითვალოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ. თქვენ იცით, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო ის, რომ ძალიან მაღალი იყო საქართველოში ჩვენი მოქალაქეების ჯიბიდან გადახდები. სწორედ ამ გამოწვევაზე საპასუხოდ დაიწყო სახელმწიფომ ეს პროგრამა და 2020 წელს პირველად, საქართველოში სახელმწიფოს დანახარჯმა გადაასწრო ჯიბიდან დანახარჯს.

2021 წლის შედეგები დამუშავების ეტაპზეა და ჩვენ არ გვინდოდა, ეს რიცხვი გამოგვეტანა, მაგრამ წინასწარი კვლევებით იკვეთება, რომ სახელმწიფოს მონაწილეობა ამ ნაწილში კიდევ უფრო გაზრდილია და ჯიბიდან გადახდები შემცირებულია, რაც ნამდვილად მისასალმებელია“, - თქვა მინისტრმა.