24.აგვისტო .2019 18:10

წელს ქართული ნივრის ერთადერთი საექსპორტო ბაზარი რუსეთია

views 308
უკან

"საქსტატის" მონაცემებით, 2019 წლის იანვარ–ივნისში საქართველოდან 250.6 ტონა ნივრის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 308.4 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

როგორც BM.GE-ს "საქსტატიდან" აცნობეს, აღნიშნული მოცულობა სრულად რუსეთშია ექსპორტირებულია.

რაც შეეხება გასულ წლებს, 2014-2018 წლებში, სხვადასხვა რაოდენობით, საქართველოდან ნიორი რუსეთთან ერთად, ძირითადად სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, ყაზახეთისა და ლატვიის ბაზრებზე გავიდა. დანარჩენი ქვეყნების წილი კი ამ პროდუქტის საექსპორტო არეალში მხოლოდ 2.8 ტონას შეადგენს.

ნივრის ექსპორტი წლების მიხედვით:

2014 $2.9

2015 $165.3

2016 $318.8

2017 $291.9

2018 $350.1

2019 (იანვარ–ივნისი) $308.4

აღსანიშნავია, რომ ნიორი ერთადერთია, რომელზეც ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტისას ლიმიტია დაწესებული და საქართველოს საბაჟო გადასახადის გარეშე წელიწადში მხოლოდ 220 ტონა ნივრის გატანა შეუძლია ექსპორტზე.