მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს "თეგეტა" ახალ აპლიკაციას გაუშვებს – "ჩვენს თავს ჩვენვე უნდა ვაჯობოთ"

61ed1bf78823d
დავით ჯალაღონია
23.01.22 18:00
636
2022 წელს "თეგეტა ჰოლდინგი" საქმიანობის მეტად გაციფრულებას გეგმავს.

როგორც "თეგეტა ჰოლდინგის" აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ კაჭარავამ გადაცემა "Forbes კვირის" ეთერში საუბრისას განაცხადა, კომპანია ახალ აპლიკაციაზე მუშაობს, რაც მომხმარებლის საჭიროებებზე უფრო მეტად იქნება ორიენტირებული.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, შევინარჩუნოთ ის დინამიკა, სიჩქარე, რითაც ჩვენ აქამდე ვვითარდებოდით. კომპანია ყოველწლიურად იზრდებოდა, ერთი წელი არ ყოფილა ჩვენი განვითარების ისტორიის განმავლობაში, როცა წინა წელთან შედარებით ზრდა არ გვქონოდა. რამდენიმე კრიზისი, ომი გავიარეთ, თუმცა კომპანია მუდამ ვითარდებოდა. ეს იყო პირველ რიგში, გუნდისა და მყარი ბიზნეს პროფილის დამსახურება და მომავალ წელსაც, ვფიქრობ, ჩვენ თავს უნდა ვაჯობოთ.

მსხვილ პროექტებს რაც შეეხება, კიდევ უფრო მეტ დიჯიტალიზაციაას ვგეგმავთ. იცით ალბათ, რომ ჩვენ ფრონტის და ბექის ოპერაციებიდან, ფურცლები პრაქტიკულად, 90%–ით ამოვიღეთ. მხოლოდ სავალდებულო დოკუმენტები დარჩა, რომელსაც კანონმდებლობიდან გამომდინარე, ვერ ვიღებთ, თუმცა ვმუშაობთ, რომ ესეც მალე გაქრეს.

მომხმარებელს "თეგეტას" აპლიკაციას შევთავაზებთ, რომელიც თვისობრივად ახალი პროდუქტი იქნება და მხოლოდ ინფორმაციის მიღების წყარო არ იქნება. ეს ფუნქციური ხელსაწყო იქნება, რომ ჩვენ უფრო მეტი დრო გავატაროთ ჩვენთვის უფრო ღირებულ საქმიანობაზე, დრო დავზოგოთ და ავტომობილის შეკეთებასთან დაკავშირებული ყველანაირი პროცესი დავააუთსორსოთ "თეგეტა მოტორსთან", რაც ჩვენი დიდი გამოწვევა და მიზანია.

დამატებით ვმუშაობთ საავტომობილი პროდუქტების ახალ მიმართულებაზე, რომლის დეტალების გახმაურების უფლება ახლა არ მაქვს, მაგრამ წელს შევთვაზებთ ბაზარს სრულიად ახალ კონცეფციას, რომელიც შეცვლის ავტომობილის ყიდვის გამოცდილებას", - განაცხადა ვახტანგ კაჭარავამ.

გარდა ამისა, მიმდინარე წელს "თეგეტა ჰოლდინგი" 100 მილიონი ლარის ოდენობით, მწვანე ბონდების გამოშვებას გეგმავს.