28.მარტი .2020 23:43

„წელს რა იქნება, ჯერ კიდევ რთული სათქმელია“ - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

views 513
უკან

არაორდინალური და საინტერესო სიტუაცია არის ეკონომისტებისთვის, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

„პირდაპირ რომ გითხრათ, დღეს რა იქნება ინფლაცია, იქნება ის სიტყვაზე 8% თუ 1% ძალიან რთულია ამის თქმა და იცით რატომ? დღესდღეობით ეკონომიკა არის შენებული. რესტორნები, კინოთეატრები დაკეტილია. მოთხოვნა თუკი რამის შეიძლება იყოს, არის შემცირებული. იმიტომ, რომ ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ კორონას. ამიტომ ახლა რომელი ეფექტი გადაწონის, ნომინალური ეფექტური გაუფასურება თუ მოთხოვნის შემცირება, ძალიან რთული სათქმელია.

დროებით, რა თქმა უნდა და შეიძლება, რომ ინფლაცია იყოს უფრო მაღალი, ვიდრე მიზნობრივი მაჩვენებელი. ჩვენი მანდატი არის საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელთან ყოფნა“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ის ასევე ირწმუნება, რომ სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის შემთხვევაში, ამ შედეგს აუცილებლად მივაღწევთ, თუმცა, „წელს რა იქნება, ჯერ კიდევ რთული სათქმელია“.