08.ივლისი .2022 11:31

წელს საკრედიტო პორტფელის 18-20%-იან ზრდას ველით - ვახტანგ ბუცხრიკიძე

წელს საკრედიტო პორტფელის 18-20%-იან ზრდას ველით - ვახტანგ ბუცხრიკიძე
views 505
უკან

გაზრდილი რეფინანსირების განაკვეთის გამო სესხების გაძვირების მიუხედავად, „თიბისი" პროგნოზირებს, რომ წელს მათი საკრედიტო პორტფელი 18-20%-ით გაიზრდება. „თიბისის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ ამ პროგნოზის გაკეთების საშუალებას ქვეყანაში 2022 წელს არსებული ეკონომიკური ზრდის ტენდენცია აძლევთ.

„რაც შეეხება იმას, რამდენად მოახდინა გავლენა რეფინანსირების განაკვეთმა სესხებზე, აქ შეგვიძლია დადებითად აღვნიშნოთ, რომ 2022 წელს ეკონომიკა ზრდის კარგი დინამიკით ხასიათდება. „თიბისის“ პროგნოზით, რეალური წლიური ეკონომიკის ზრდა 10%-ზე მეტი იქნება და ეს უზრუნველყოფს იმას, რომ საპროცენტო განაკვეთების ზრდის მიუხედავად, როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში, საკრედიტო პორტფელის ზრდა 18%-20%-ის ფარგლებში გვექნება.

რა თქმა უნდა, ინფლაციის გამო რეფინანსირების განაკვეთი გაიზრდა და შესაბამისად სესხები გაძვირდა, მაგრამ ეკონომიკის რეალურმა ზრდამ, ეკონომიკასა და შესაბამისად საკრედიტო პორტფელის ზრდა უზრუნველყო“, - განმარტა ბუცხრიკიძემ.