მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს, სამედიცინო პერსონალის დიდ ნაწილს ანაზღაურება არ გამოუმუშავებია – კლინიკა KIDS CO

5ecbf20e4a0e3
ანუკა ჯოხაძე
25.05.20 21:20
1219
“2020 წელს სამედიცინო პერსონალის დიდ ნაწილს ანაზღაურება ჯერ არც გამოუმუშავებია”, - ამის შესახებ BM.GE-ის კლინიკა KIDS CO-ს დირექტორმა ირაკლი გამყრელიძემ განუცხადა. როგორც გამყრელიძე ამბობს, კლინიკებმა 4 თვის განმავლობაში დატვირთვა 60-70%-ით შეამცირეს, რამაც დრამატული გავლენა იქონია სამედიცინო პერსონალის ანაზღაურებაზე.

ამასთან, გამყრელიძე სამინისტორს მოუწოდებს ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბებისკენ, რადგან სისტემა არ უნდა იმართებოდეს მხოლოდ იმ რეკომენდაციებით თუ შეზღუდვებით, რომელსაც სამინისტრო პერიოდულად კლინიკებს უწესებს.

“მოდით ასე ვთქვათ, სამედიცინო სისტემამ 4 თვის განმავლობაში 60-70%-ით შეამცირა დატვირთვა, რაც თავისთავად აისახა სამედიცინო პერსონალზე. ეს არის პერსონალი, რომელიც მხოლოდ გამოიმუშავებს თავის შრომის ანაზღაურებას და თან ისეთივე კონსიგნაციით, რა კონსიგნაციითაც შემდეგ დაფინანსებას იღებს სახელმწიფოსგან კლინიკა და შესაბამისად, ეს პრობლემებიც, რომელიც სამედიცინო პერსონალს გაუჩნდება ჯერ კიდევ წინ არის, იმიტომ რომ მათ ჯერ კიდევ გასული თვეების განმავლობაში 2019 წლის ანაზღაურების მიღება დაასრულეს, ხოლო 2020 წელს ჯერ დიდ წილს ანაზღაურება არც გამოუმუშავებია. აუცილებლად საჭიროა მიდგომების ჩამოყალიბება, არ შეიძლება სისტემა მხოლოდ რეკომენდაციებით და შეზღუდვებით იმართებოდეს, აუცილებელია სისტემის მხარდაჭერის პროგრამა, თუ რა ხარისხით და როგორ აღდგეს სამედიცინო სისტემის სრულფასოვანი ფუნქციონირება”, - აცხადებს კლინიკა KIDS CO-ს დირექტორი ირაკლი გამყრელიძე.