Galt & Taggart-ის ეკონომისტ ლაშა ქავთარაძის განცხადებით, 2022 წლის განმავლობაში საქართველოში სავარაუდოდ, 2.3 მილიარდი დოლარის ფულადი გზავნილები შემოვა. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებამდე Galt & Taggart-ი უფრო დიდი მოცულობის - 2.6 მილიარდი დოლარის ფულად გზავნილების შემოსვლას პროგნოზირებდა, თუმცა შეცვლილი ეკონომიკური ვითარების ფონზე, მიიჩნევენ, რომ წელს, დაახლოებით, იმდენი თანხა გადმოირიცხება უცხოეთიდან, რამდენიც 2021 წელს.
“მარტის მონაცემებს თუ შევხედავთ, დაახლოებით, 16%-ით შემცირდა ფულადი გზავნილები რუსეთიდან და განულებულია უკრაინიდან გზავნილები, თუმცა ჯამურად მაინც გაზრდილია 6%-ით ფულადი გზავნილები. წლის დასაწყისში პროგნოზი იყო, რომ 2.6 მილიარდი დოილარი იქნებოდა ფულადი გზავნილები წლიურად, თუმცა რაც ომი დაიწყო შემცირებული გვაქვს პროგნოზი და ვფიქრობთ, დიდი გაუარესება არ გვექნება და რაც შარშან იყო - 2.3 მილიარდი დოლარის ფარგლებში იქნება ფულადი გზავნილები", - ამბობს ლაშა ქავთარაძე.
მარტში საქართველოში 193.1 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც წინა წელთან შედარებით 2.6%-ით მეტია. ქვეყნების მიხედვით, პირველ ადგილზეა იტალია, საიდანაც 36 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, ეს თანხა წინა წელთან შედარებით 18%-ით არის გაზრდილი. 16%-იანი ვარდნაა გზავნილებში რუსეთის ფედერაციიდან, საიდანაც მარტში 27 მილიონი დოლარი შემოვიდა. აშშ კი მესამე პოზიციას იკავებს 26 მილიონის გზავნილებით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი