მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს საქართველოში კარტოფილის 30 000-დან 40 000 ტონამდე მოსავალს ელოდებიან

5ec388a618fda
BM.GE
19.05.20 11:17
1031
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. მინისტრის მოადგილემ რეგიონიდან საადრეო კარტოფილის ტრანსპორტირება/რეალიზაციასთან დაკავშირებული ლოგისტიკური საკითხები შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა.

მიმდინარე წელი კარტოფილის უხვმოსავლიანობით გამოირჩევა. წინასწარი საპროგნოზო მონაცემებით, ფერმერები 30 000-დან 40 000 ტონამდე მოსავალს ელოდებიან.

როგორც სოლომონ პავლიაშვილმა აღნიშნა, მოსავლის რეალიზაციის პრობლემა არცერთ ფერმერს არ შეექმნება.

შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი ესწრებოდნენ.