მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგი 0.7%-ით შემცირდება - ADB-ის პროგნოზი

5e87034c90655
ელენე კვანჭილაშვილი
03.04.20 13:32
1484
„2020 წელს პროგნოზირებულია სოფლის მეურნეობის დარგის მცირე კლება 0,7%-ით“ - ვკითხულობთ აზიის განვითარების ბანკის უახლეს ანგარიშში, რომელიც საქართველოს შესახებ დღეს გამოქვეყნდა.

ADB უფრო მეტად არ აკონკრეტებს, თუ კონკრეტულად რომელ ტენდენციებს აკვირდება, რამაც შეიძლება ეს შედეგი მოიტანოს სოფლის მეურნეობის დარგში, რომელიც საქართველოს მთავრობის მხრიდან გლობალური პანდემიის პირობებშიც პრიორიტეტად არის აღიარებული.

ერთი, რასაც ADB-ის ანგარიში წერს, ის არის, რომ 2021 წლიდან დარგი ისევ განაგრძობს ზრდას და საპროგნოზო მაჩვენებელი ამ შემთხვევაში არის 0.4%. აზიის განვითარების ბანკის ვარაუდით, ამ ზრდის მთავარი მამოძრავებელი მომავალ წელს უნდა გახდეს ამ დარგში განხორციელებული ინვესტიციები - თუმცა, ADB არც აქ აკონკრეტებს, გულისხმობს თუ არა კონკრეტულად კერძო ინვესტიციებს.

ფაქტია, ამ კლებას, შეიძლება მცირე, მაგრამ გავლენა აქვს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის საერთო ტენდენციაზე - 2020 წელს საქართველოსთვის 0%-იანი ეკონომიკური ზრდა არის ნავარაუდევი. 2021 წელს, აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 4.5%-ით უნდა გაიზარდოს.