15.ოქტომბერი .2020 14:25

წელს შევიძინეთ 3-ჯერ მეტი გრიპის ვაქცინა, ვიდრე გვქონდა გათვალისწინებული წლიურად - მინისტრი

views 171
უკან

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანამ 2020 წელს 3-ჯერ მეტი ვაქცინა შეიძინა იმასთან შედარებით, რისი შეძენაც წლიურად იგეგმებოდა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ წინა წლებში გრიპის ვაქცინაზე მოთხოვნა დაბალი იყო, წელს კი აღნიშნული გადაწყვეტილება მოთხოვნის ზრდიდან გამომდინარე მიიღეს.

„არაერთხელ დავაანონსეთ, რომ შევიძინეთ უპრეცენდენტო გრიპის ვაქცინების რაოდენობა ეს რაოდენობა აღემატება იმას, რასაც ბოლო წლების გამავლობაში საქართველო მოიხმარდა.

წინა წლებში ჩვენ გვქონდა არ გამოყენებული გრიპის ვაქცინების შემთხვევები, რადგან ის საქართველოში პოპულარობით არ სარგებლობდა. გვქონდა მოლოდინი, რომ მოთხოვნა გაიზრდებოდა, ამიტომ ჩვენ შევიძინეთ 3-ჯერ მეტი რაოდენობა, ვიდრე გათვალისიწინებული გვქონდა წლიურად. ამასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ მის გამოყენებასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს კონკრეტული სტრატეგია და ის გამოიყენება რისკ ჯგუფებში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ვინაიდან ამას განსაზღვრავენ ეპიდემიოლოგები და შესაბამისად პირველ ეტაპზე ხდება იმ ადამიანების აცრა, ვისაც ეს უკიდურესად დროულად ესაჭიროება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, დღეისთვის უკვე მიღებულია პირველი რაოდენობა.

„შემდეგ კვირაში ველოდებით უკვე ვაქცინის დამატებით შემოსვლას და ნოემბრის პირველ ნახევარში გრიპის ვაქცინა სრული მოცულობით იქნება შემოტანილი. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია რომ მოვიქცეთ მოთმინებით და შეგნებით. სახელმწიფოს აღრიცხული ჰყავს ის ადამიანები, რომლებსაც ესაჭიროებათ ვაქცინაცია და მოხდება მათთან დაკავშირება უბნის ექიმების მხრიდან“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა