მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს შიდა აეროპორტები 22 ათას მგზავრს მოემსახურნენ

637b8e772dc77
მარიამ ვარადაშვილი
21.11.22 23:15
423
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტის უფროსის მინდია მინდიაშვილის ინფორმაციით, საქართველოს შიდა აეროპორტებში პანდემიამდე პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდა იყო.

როგორც მან BMGTV-ის ეთერში თქვა ჯამში სამი შიდა აეროპორტი ათ თვეში დაახლოებით 22 ათას მგზავრს მოემსახურა.

“2019 წელთან შედარებით სამივე აეროპორტში მესტიაში, ნატახტარსა და ამბროლაურში ზრდა გვაქვს. საერთო ჯამში საქართველოს შიდა აეროპორტები მიმდინარე წელს 22 ათას მგზავრს მოემსახურნენ, რაც ძალიან კარგი შედეგია.ზრდა უპირველესად განაპირობა ტურიზტების შემოდინებამ, რომლებიც ცდილობენ კომფორტულად და მარტივად აღმოჩნდნენ დანიშნულების ადგილას. იცით მესტიამდე ჩასვლას რამდენი დრო სჭირდება და როცა გაქვს შესაძლებლობა 40 წუთში იყო ადგილზე, ტურისტებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მგზავრების დიდი ნაწილი, რომლებიც შიდა ფრენებით სარგებლობენ სწორედ ტურისტები არიან”,- აცხადებს მინდიაშვილი.