მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს შოკოლადის ექსპორტი 23.4%-ით შემცირდა - სად გადის ქართული პროდუქცია?

5fde0b5961444
ლიკა გურაბანიძე
19.12.20 21:00
1443
საქართველოში წარმოებული შოკოლადის ბიზნესი იმ მსხვილი ინდუსტრიებიდან ერთ-ერთია, რომელიც წლებთან ერთად ვითარდება და იხვეწება. 

2020 წლის იანვარ-ოქტომბერში 312,2 ტონა შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტების ექსპორტი განხორციელდა, რომლის ჯამურმა ღირებულებამ მილიონ 274 ათასი დოლარი შეადგინა. ამ პერიოდში ექსპორტირებული პროდუქციის მაჩვენებელი 23.4%-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიური პერიოდში განხორციელებულ ექსპორტზე.

კერძოდ 2019 წელს ექსპორტზე იანვარ-ოქტომბერში 407,5 ტონა  შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები გავიდა, რამაც მილიონ 423 ათასი დოლარი შეადგინა. 

2020 წელს შოკოლადის TOP-5 საექსპორტო ქვეყნის ჩამონათვალი ასე გამოიყურება: ირანი, სომხეთი, საუდის არაბეთი, თურქეთი და სინგაპური.