მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს, სოფლის მეურნეობის ექსპორტი პირველად გადააჭარბებს 1 მლრდ დოლარს - დავითაშვილი

612777c37850e
BM.GE
26.08.21 15:16
701

„მიმდინარე წელს, სოფლის მეურნეობის ექსპორტი პირველად გადააჭარბებს 1 მლრდ დოლარს და ჩვენი ვარაუდით 1 200 000 000 დოლარი იქნება"- ამის შესახებ „ქართული ოცნების" ჩხოროწყუს მერობის კანდიდატის წარდგენაზე ვიცე-პრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითშვილმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

"ეს უპრეცედენტო რიცხვია. ამდენი გვქონდა იმპორტი და ქვეყანა იყო დამოკიდებული უცხოეთში წარმოებულ სასურსათო პროდუქტზე. გვაქვს ძალიან მკაფიო, პირპდაპირი ამოცანა, რომ ჩვენს მიერ ექსპორტზე გატანილი აგროსასურსათო პროდუქტის ღირებულება მნიშვნელოვნად უნდა აღემატებოდეს იმპორტირებულ პროდუქციას და ნაწარმს. პრემიერ-მინისტრმა ყველა მიმართულებით დაგვავალა და ჩვენ მოვამზადეთ 10 წლიანი განვითარების გეგმები, სადაც თითეული სექტორის განვითარების პოტენციალია მოცემული. ასევე, მოცემულია თითეული მუნიციპალიტეტის და რეგიონის განვითარების შესაძლებლობები. გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ 2030 წლისთვის აგროსასურსათო სექტორის ექსპორტი, დაახლოებით, 3 მლრ დოლარი გავხადოთ, ანუ გავასამმაგოთ. ეს კი ნიშნავს, რომ ქვეყანა იქნება თვითმკმარი”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.