23.მაისი .2022 10:10

„წელს სრული დატვირთვისთვის ვემზადებით“ – TAV Georgia

„წელს სრული დატვირთვისთვის ვემზადებით“ – TAV Georgia
views 580
უკან

„ინფრასტრუქტურა და გაუმჯობესებული სერვისები მგზავრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მგზავრი, რომელიც ჩამოდის, სწორედ ამითაა აღფრთოვანებული ჩვენს აეროპორტში”, - ამის შესახებ BMG-სთან TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ განაცხადა. TAV Georgia თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიაა.

ზაქარაძის თქმით, ზაფხულში კომპანია სრული დატვირთვისთვის ემზადება.

„წლევანდელ ზაფხულს სრული დატვირთვისთვის ვემზადებით, როგორც ბათუმში, ისე თბილისში. პოსტკოვიდურ პერიოდში ბათუმში დიდ ტრაფიკს არ ველოდით, მაგრამ ახალი ავიაკომპანიები და გადამზიდავები გამოჩნდნენ, რომლებიც ბათუმით დაინტერესდნენ, მაგალითად, უზბეკეთის ავიახაზები, რომელსაც დღემდე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში არ უფრენია. ასევე, „ეირბალტიკი“ და გამოვყოფ ისრაელის ავიაკომპანიებს, რომლებიც ბათუმის მიმართულებითაა წარმოდგენილი. გალფის ქვეყნებიდანაც შეგვივსეს დანაკარგი. ამ ეტაპზე, ჩვენი მიზანი არის, რაც შეიძლება მეტი ევროპული მიმართულება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან“, - განაცხადა თეა ზაქარაძემ.

ასევე, ზაქარაძემ აღნიშნა, რომ პანდემიის პერიოდში სამგზავრო რეისების გაჩერების დროს, ტვირთის გადაზიდვებმა იმატა.

„პანდემიის პერიოდში და პოსტკოვიდის დროსაც, სამგზავრო რეისები გაჩერდა, მაგრამ არ გაჩერდა ტვირთის გადაზიდვები, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით ძალიან კარგად ვითარდება ადგილობრივი კომპანიები“, - განაცხადა ზაქარაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა