მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2019 წლის 80%-ზე აღდგება - TBC Capital

627149627bac0
თათია ჩაფიჩაძე
03.05.22 19:40
849
“თიბისი კაპიტალში“ ვარაუდობენ, რომ წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2019 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 80%-ით აღდგება, თუმცა ზრდა არა ევროპისა და ამერიკის ბაზრებს, არამედ ისრაელის, თურქეთისა და გალფის ქვეყნებში ხარჯზეა მოსალოდნელი.

რაც შეეხება ფასებს, თიბისი კაპიტალში ვარაუდობენ, რომ აპარტამენტების ქირაზე ფასი გაიზრდება.

“აღდგენის მაჩვენებლები საკმაოდ ძლიერია, დატვირთულობა განსაკუთრებით იზრდება AIRBNB-ზე, რომელმაც გადააჭარბა 2019 წლის დონეს. ცხადია, ეს არაა გასაკვირი რადგან რუსეთიდან, ბელარუსიიდან და უკრაინიდან მიგრანტები ამ ბაზარზე გადანაწილდნენ. რაც შეეხება სასტუმროებს, სასტუმროებში გაზრდილი იყო დატვირთულობა თუმცა ფასის კლების ხარჯზე, მარტში 12%-ით არის შემცირებული ფასი. შეიძლება ითქვას რომ ფასის კლებით ასტიმულირებენ მოთხოვნას. დიდ სასტუმროებს აქვთ რესურსი მოიზიდონ და დატვირთონ სასტუმროები, საშუალო და მცირე სასტუმროები უფრო მოწყვლადი არიან ამ გამოწვევის მიმართ. აპარტამენტებზე ცხადია ყველანი ვხედავთ რომ ბინებზე და საოჯახო სასტუმროებზე, რომლებიც აპარტამენტების ნაწილში გადის, გაზრდილია მოთხოვნა, გაზრდილია ფასი 18%-ით 2019 წელთან შედარებით, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ რომ 2 წელი ჩავარდნილი იყო და სულს ღაფავდა ეს ბაზარი, არსებული მდგომარეობა გვაჩვენებს რომ ფასების გაძვირებას უნდა ველოდოთ.

რაც შეეხება ტურისტების წარმომავლობას, ევროპის და ამერიკის ბაზარი უფრო მოწყვლადია რეგიონში მიმდინარე პროცესებისადმი, პირობითად ისრაელი და თურქეთი ნაკლებად. ისრაელმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებლებს. საბოლოოდ ჩვენ ვფიქრობთ რომ 80%-ით აღდგენა წელს ტურიზმი შემოსავლების ნაწილში.“ - განაცხადა ირინა კვახაძემ.