მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“წელს, თხილის მოსავალი 55 ათას ტონას მიაღწევს” - რა ეღირება თხილი?

60e435b141184
ლიკა გურაბანიძე
07.07.21 00:30
1440

 

“წელს თხილის მოსავალი 55 ათას ტონას მიაღწევს” - ამის შესახებ “საქმიან დილას” თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში განუცხადეს. ასოციაციაში ასევე აღნიშნეს, რომ თხილის ჩასაბარებელი ფასი ამ ეტაპზე უცნობია და მისი განსაზღვრა ხარისხის მიხედვით 20 ივლისიდან დაიწყება. გასულ წელთან შედარებით მოსავლიანობის ზრდა დაახლოებით 10%-ით არის ნავარაუდები. ასოციაციაში ასევე განმარტეს, რომ ქართველ ფერმერებს თხილის ჩაბარების პრობლემა არ შეექმნებათ.

“იმედი გვაქვს, რომ ფასი შარშანდელზე ნაკლები არ იქნება, თუმცა თურქეთში ძალიან მაღალი მოსავალია და სხვა ქვეყნებისთვის მოსავლის ხარისხიდან გამომდინარე საკმაოდ დიდი კონკურენციის გაწევა მოგვიწევს. ეს ყველაფერი ფასებთან პირდაპირ კავშირშია, რაც უფრო მაღალხარისხიანი პროდუქცია გვექნება, ფასიც შესაბამისად მაღალი იქნება.

მოსავლის აღება აგვისტოს პერიოდში სექტემბრის შუა რიცხვებამდე ინტენსიურად მოხდება. პარალელურად, მოსავლის ინტენსიურად რეალიზაცია მიმდინარეობს, ფერმერები თავის მოსავლის დიდ ნაწილს ყიდიან.” - განაცხადა ჭითანავამ.